რომელ მტაცებელ ცხოველებს შეიძლება სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ქალები შევადაროთ

რომელ მტაცებელ ცხოველებს შეიძლება სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ქალები შევადაროთ
ქალებს ხშირად ადარებენ ამა თუ იმ მტაცებელ ცხოველს. მოდით, გავერკვიოთ, რომელ მტაცებელს ჰგავს ზოდიაქოს ესა თუ ის წარმომადგენელი ქალბატონი.

თხის რქა - ძაღლი

ძაღლი ოდითგანვე იცავდა ადამიანს, თუმცა მას ახლა როგორც ერთგულ შინაურ ცხოველს ისე აღიქვამენ. ეს გახლავთ ერთადერთი ცხოველი, რომელიც სიცოცხლის ფასად მზად არის ადამიანს დაეხმაროს. ასეა თხის რქაც, მისთვის მთავარი ვალდებულებაა. ის მუდამ ზრუნავს ამთზე, ვინც უყვარს. და თუ გსურთ იხილოთ, როგორია ის სიბრაზეში, გააღიზიანეთ და თუ გადარჩით, ძალიან გაგიმართლებთ.

მერწყული - თრითინა


თრითინა ძალიან საყვარელი ცხოველია, რომელსაც ერთ წამში შეუძლია ალიაქოთი მოაწყოს. ასეა მერწყული ქალიც. ნუ გაგიკვირდებათ, თუ სრულ სიმშვიდეში უცებ აფეთქდება. ამ ორის დამახასიათებელი თვისებაა მოულოდნელობა, ვერასდროს ვერ გამოიცნობთ, რას მოიმოქმედებს თქვენი რჩეული. უმჯობესია, არაფერი შეიმჩნიოთ, ეს ტაქტიკა მუდამ მოქმედებს.


თევზები - ჟღალი მელია

მელია სილამაზისა და ეშმაკობის ეტალონია. საოცრად მშვენიერი და ამავდროულად საშიში. ისევე როგორც თევზები. ქალი-თევზები კარგი მსახიობია, თუ ის თქვენს გარემოცვაში მოხვდა, ელოდეთ, რომ მთელი თქვენი ცხოვრება მის სურვილებზე უნდა იაროთ.

ვერძი - ენოტი


ენოტები მხოლოდ ფოტოებზე არიან საყვარლები, სინამდვილეში ნამდვილი უშიშარი მეომრები არიან. ასეა ვერძების შემთხვევაშიც. ძალიან საყვარლებია რიან, სანამ ნადირობას არ დაიწყებენ. მას არ უყვარს, როცა ვინმე უმიზეზოდ ფაფხურობს. მთლიანობაში კი, საყვარლები არიან. თუ რა თქმა უნდა მოგწონთ, როცა ვინმე სახლში გადატრიალებას ახდენს და თავზე გაჯდება.

კურო - დათვი

როგორც ნამდვილ დათვს, კუროსაც ყვარს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, ამასთან, საყვარელი საქმით კავდება. მაგალითად, იჭერს თევზს, აგროვებს კენკრას. უცხოები არ უყვარს და დაგლიჯავს, თუ ცხელ გულზე მოხვდა ხელთ. მეორეს მხრივ, დაიცავს თავის ოჯახს. საერთოდაც, თუ ქალი კურო თავს დაგესხათ, უმჯობესია თავი მკვდრად მოაჩვენოთ.

ტყუპები - ბარხანის კატა

საოცრად ლამაზია ბარხანის კატა, ცოტა ვინმეს თუ უნახავს იგი, რადგან უდაბნო მხარეებში მიყრუებულში ცხოვრობს და ერიდება უცხოებთან შეხვედრას. ქალ-ტყუპებსაც უყვართ საკუთარ სამყაროში განმარტოვება, რომელიც შეიძლება უდაბნოდ მოგეჩვენოთ. სინამდვილეში კი ეს მჭიდროდ დასახლებული მეგაპოლისია, სადაც მხოლოდ ქალ-ტყუპებს შეუძლია ცხოვრება.

კირჩხიბი - ლომი

კირჩხიბს, ისევე როგორც ძუ ლომს, გვერდით ნამდვილი მამაკაცი-ლომი სჭირდება. თუ ის კირჩხიბის ყურადღებას მიიქცევს, არაფერზე მოუწევს ზრუნვა, რადგან კირჩხიბი თავადვე მიხედავს ყველაფერს. ის სანადიროდაც წავა, ბავშვებსაც მიხედავს, და სახლსაც მოაწესრიგებს. ერთადერთი რაც შწირდება, არის დაცვა და საყრდენი.

ლომი - შინაური კატა

ლამაზი, რბილი და დამოუკიდებელი ქალი. ნამდვილი ქალღმერთი, რომელსაც ყველა ეთაყვანება. ამ მტაცებელს შეუძლია ნელ-ნელა მოუღოს თავის მსხვერპლს, მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. თუ მას პრემიუმ-კლასის საკვებით მოარაგებენ და ყველაზე ძვირად ღირებულ თაში მიართმევენ, ლომი მშვიდად იქნება.

ქალწული - ძუ მგელი

მგელი ერთ-ერთი ყველაზე ფრთხილი და ეშმაკი მტაცებელია. ამასთან, მგლის ხროვაში ძუ მგელია მთავარი, იგია პასუხისმგებელი საყოველთაო კეთილდღეობაზე. ისევე როგორც ქალწული. მის გარშემო მუდამ ტრიალებს ადამიანების ”ხროვა”, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მუდამ უნდა ჰქონდეთ მისი იმედი, მაგრამ ქალწული მხოლოდ ყველაზე გამოცდილ ადამიანებს უშვებს ახლოს, დანარჩენებს კი უმიზეზოდ არასოდეს ესხმის თავს.

სასწორი - პანდა

ბევრს ავიწყდება, რომ ეს დიდი და საყვარელი ქმნილება ისეთივე მტაცებელია, როგორც დათვი. მაგრამ ისევე როგორც ქალი სასწორი, არასოდეს ესხმის თავს, თუ ძალიან არ გამოიყვანე მწყობრიდან. ამ შმეთხვევაშიც ათჯერ დაფიქრდება, სანამ ქმედებაზე გადავა. ამიტომაც, მშვიდობისმოყვარული ყველას უყვარს.

მორიელი - ვეფხვი

იდუმალი და საშიში ქმნილება კატისებრთა ოჯახიდან. ხშირად ესხმის თავს ადამიანებს, მიზეზები კი დაუდგენელია. ასეთივეა მორიელი ქალიც. შეიძლება კითხვვა დაუსვა - რატომ? - მაგრამ პასუხი კიდევ უფრო ჩახლართული იქნება. ის უბრალოდ ფიქრობს, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია.

მშვილდოსანი - ცელნამგალა ვეშაპი


ეს ლამაზი ძუძუმწოვარი ცხოველი - ”მკვლელი-ვეშაპია”. მისი ქმედებები მუდამ ზუსტია, ნადირობის გეგმა კი სრულყოფილი. მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, არასოდეს ესხმის თავს ადამიანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ დაიჭერენ და ”ციხეში” - დელფინარიუმში მოათავსებენ. უდავოდ, ვეშაპები ისეთივე კეთილშობილები არიან, როგორც მშვილდოსნები, რომლებიც არასოდეს ესხმიან თავს სუსტებს.