ყველაზე საშიში ”მურმანის ეკლების” რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველაზე საშიში ”მურმანის ეკლების” რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ეცადეთ გაიგოთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანს ეკუთვნის სავარაუდო ”მურმანის ეკალი”, ამ შემთხვევაში საუბარია მეტოქე ქალებზე სასიყვარულო ამბებში. მეტოქის ფსიქოტიპის ცოდნით, შეძლებთ სწორი სტრატეგიის შემუშავებას.


წყლის სტიქიის წარმომადგენელი მეტოქეები - ყველაზე საშიში ”მურმანის ეკლები”

მორიელი

ის მართლაც ყველაზე საშიში მეტოქეა, სექსუალური და ჭკვიანი ერთდროულად. მისი დამარცხება რთულია: მამაკაცს მომენტალურად ატყვევებს. მისი მთავარი ნაკლი - მერკანტილურობაა. დაუმტკიცეთ თქვენს მამაკაცს, რომ მორიელი მას ფულის გამო აფასებს და ის მალევე ფიასკოს განიცდის.

თევზები

თევზების მთავარი იარაღი ჭკუა, ინტუიცია და მგრძნობიარობაა. მაგრამ აქვს სუსტი წერტილებიც - ცვალებადობა. ერთი მამაკაცის სიყვარული არ შეუძლია. აუხილეთ ამ ფაქტზე მამაკაცს თვალები და მათი რომანი მალევე დასრულდება.

კირჩხიბი

მამაკაცის თვალებში კირჩხიბი უცოდველი ბავშვივითაა, დაუცველი და მიამიტი. ასეთი მეტოქის პროვოცირება უნდა მოახდინოთ და როცა ნიღაბი მოსძვრება, მისი ნამდვილი სახე გამოჩნდება.

მეტოქეები ცეცსლის სტიქიის მიხედვით

მშვილდოსანი


ის თანადგომისა და ურთიერთგაგების მომენტებით აგებს მამაკაცს ანკესზე. მუდამ მზად არის, მოუსმინოს და მხარი დაუჭიროს მამაკაცს. მას მხოლოდ დამოუკიდებლობითა და გონებამახვილობით დაამარცხებთ. რადგან თავად ძალიან უყვარს მამაკაცის გაკონტროლება. ნუ დაუსვამთ ზედმეტ შეკითხვებს მამაკაცს, თავი ღირსეულად დაიჭირეთ და მისთვის ერთადერთი გახდებით.

ვერძი

მონადირე ვერძი მუდამ აქტიურად იქცევა და მოხერხებულად იპყრობს მამაკაცს. უბრალოდ გამოიყვანეთ ის წონასწორობიდან, რადგან აგრესიული ვერძი საშინლად იქცევა და ასევე საშინლად გამოიყურება. მსგავსი ტაქტიკა მალევე აუცრუვებს მამაკაცს მასზე გულს.

ლომი

თუ სხვის მამაკაცს დაადგა თვალი, ე.ი. პირად ცხოვრებაში არ უმართლებს. ნებისმიერი წარუმატებლობის დროს, ლომი მალევე კარგავს მომხიბვლელობას და ვულგარულ ქალად იქცევა.
მიწის სტიქიის წარმომადგენელი მეტოქეები

კურო

მის უმანკო გარეგნობის, მოვლილობისა და აკურატულობის მიღმა კარგად გათვლილი სტრატეგია იმალება. კარგად იცის, როდის დაიხიოს უკან და როდის იმოქმედოს. მაგრამ ფანტაზიასთან პრობლემები აქვს, ამიტომ მის წინააღმდეგ საუკეთესო იარაღი გახლავთ დრო.

თხის რქა

თხის რქა მამაკაცის გამო ომს არ წამოიწყებს, მას სულ სხვა ცხოვრებისეული პრინციპები აქვს. ამჯობინებს მშობლების მიერ წამოყენებულ კანდიდატურას გაჰყვეს ცოლად, ვიდრე მამაკაცის გამო იბრძოლოს.

ქალწული

ქალწული საყვარლობაზე არ დათანხმდება, ამიტომ თქვენი ქმარი მისით ნაკლებად დაინტერესდება. მაგრამ მაინც თუ მოხდა ასე, მასთან ბრძოლას აზრი არ აქვს, ე.ი. აქ ნამდვილი სიყვარულია.

ჰაერის სტიქიის წარმომადგენელი მეტოქეები

სასწორი

სასწორი ისე მოხერხებულად ხლართავს ინტრიგებს, რომ ინიციატივას პირველი არასოდეს გამოიჩენს. მას ყველაზე მეტად პირდაპირი პრეტენზიებისა და თავდასმების ეშინია. მეომარი არ არის, ამიტომ მალევე დაიხევს უკან.

ტყუპები

არ გამართავს თქვენთან ხანგრძლივ ომს, რადგან ჰორიზონტზე უკვე ახალი ობიექტია! ტყუპებს სტაბილურობასთან პრობლემები აქვთ, ამიტომ, თუ თქვენი ქმარი ასეთმა ქალმა გაიტაცა, იცოდეთ, რომ ეს მოკლე დროში დასრულდება.

მერწყული

მერწყული ძალიან დემოკრატიულია. მას მამაკაცთან მეგობრობა უფრო აინტერესებს და არა ცოცხალი თავით ვინმეს მოპოვება. თანაც მას ისედაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, ასე რომ თავს დიდად არ შეიწუხებს სხვისი მამაკაცის გამო.