ჰოროსკოპის მიხედვით, თქვენი ზოდიაქოს ეს თვისება აღიზიანებს ყველაზე მეტად გარშემომყოფებს

ჰოროსკოპის მიხედვით, თქვენი ზოდიაქოს ეს თვისება აღიზიანებს ყველაზე მეტად გარშემომყოფებს
თითოეულ ნიშანს გააჩნია სუსტი და ძლიერი მხარეები. დღეწს მოგითხრობთ იმაზე, თუ ზოდიაქოს ნიშნების რომელი თვისებები აღიზიანებს სხვებს.

ვერძი

ვერძს უყვარს კამათი. არ აქვს მნიშვნელობა ვისთან, მიიჩნევს, რომ თავისი სიმართლე აუცილებლად უნდა დაამტკიცოს. თანაც ხმამაღლა და აგრესიულად. შემდეგ კი ხვდება, რომ აფსურდამდე მიიყვანა სიტუაცია და ჩიტი ბრდღვნად არ ღირდა.

კურო

კუროების უმეტესობა ზარმაცია. მათ იდეები მუდმივად კი უჩნდებათ, მაგრამ განსახორციელებლად თითსაც არ გაანძრევენ. სწორედ ეს თვისება აღიზიანებს გარშემომყოფებს, რადგან ამ ჯიუტ ადამიანებთან მოლაპარაკენ\ბა შეიძლება, მაგრამ დიდი ალბათობით, არაფერს გააკეთებენ.

ტყუპები

ტყუპებისგან არასოდეს იცი, რას უნდა ელოდო. უამრავ გეგმას აწყობენ და ბოლო წამს ყველაფერს ცვლიან. იგივე ეხება მოსაზრებასაც, შეიძლება გადაიფიქრონ უკვე დალაგებული საქმეების შესრულება. და საერთოდ არ აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა.

კირჩხიბი

კირჩხიბების მეტისმეტ მგრძნობიარობას ხშირად წონასწორობიდან გამოჰყავს გარშემომყოფები. ისინი ყოყმანობენ ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმისას, სჭირდებათ ვინმე, ვინც მათ უბიძგებს. ამის გამო მიდრეკილნი არიან დეპრესიებისკენ.

ლომი

ქედმაღლობა და პატივმოყვარეობა გამოჰყოფს მათ სხვა ნიშნებისგან. ლომების ეგოიზმი და თავმომწონეობა უბრალოდ ცას წვდება და გასაკვირიც არ არის, რომ სხვებს ამით აღიზიანებს.

ქალწული

საშინელი პერფექციონისტები, რომლებსაც ყველაფრის მართვა უყვართ. ფიქრობენ, რომ ყველაფერი სხვებზე უკეთ გამოსდით. არ უყვართ ცვლილებები. თუ რაიმე შეცდომა დაუშვეს, არაფრის დიდებით არ აღიარებენ.

სასწორი


სასწორებს თავდაჯერებულობა აკლიათ, არ გააჩნიათ საკუთარი აზრი. მუდამ სხვებს აყენებენ პირველ ადგილზე და საკუთარ თავზე ნაკლებად ფიქრობენ. არასოდეს გეტყვიან სიმართლეს თვალში, წარმოუდგენელი ქამელეონები არიან. კარგად გრძნობენ პუბლიკის ხასიათს და მასში ითქვიფებიან.

მორიელი

მომთხოვნები და ძალიან თავდაჯერებული მორიელები ხალხს აშინებენ. ერთი შეხედვით მშვიდად გამოიყურებიან, მაგრამ მოულოდნელად შეუძლიათ ისეთი რამ ჩაიდინონ, რომ მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდება.

მშვილდოსანი


მშვილდოსანს არ აქვს ჩარჩოები და საზღვრები. თუ ქეიფობს - აუცილებლად დილამდე. თუ მანქანას ყუდულობს - აუცილბლად ძვირად ღირებულს. თუ ვინმე უყვარს - ამ სიყვარულში დაახრჩობს. და ეს ყველაფერი გარშემომყოფებს აშინებს და აღიზიანებს.

თხის რქა


ურყევი და თავდაჯერებული თხის რქისგანაც გარშემომყოფები შორს ყოფნას ამჯობინებენ. ერთი შეხედვით, მორცხვია, მაგრამ ზუსტად იცის, რა სურს და ამის მისაღწევად ნებისმიერს გადაუვლის. ძალიან ჯიუტია და არასოდეს აღიარებს შეცდომებს.

მერწყული

მერწყულებმა თავად არ იციან, რა სურთ. სხვები როცა მუხლჩაუხრელად მუშაობენ, ისინი საკუთარი თავის ძიებით არიან დაკავებული, რაც რა თქმა უნდა გაღიზიანებას იწვევს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საკუთარ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ.

თევზები

თევზებს დაგვიანება სჩვევიათ. დაკარგული აქვთ დროის შეგრძნება, თითქოს მუდმივ ძილში იმყოფებიან და ვერაფრით იღვიძებენ. ცაში დაფრინავენ, რაც გარშემომყოფებს ნამდვილად აგიჟებს.