ქაშმირის ვარდი: ფერი, რომელიც ამ სეზონის ტრენდი გახდა!

ქაშმირის ვარდი: ფერი, რომელიც ამ სეზონის ტრენდი გახდა!
ქაშმირის ვარდი - წარმოუდგენლად ლამაზი ფერი, რომელმას ცნობილი დიზაინერების სიყვარული და აღიარება ჰპოვა. ქაშმირი რბილი, თბილი და ნაზია... გაზაფხულის გარდერობისთვის აუცილებლად შეიძინეთ ამ ფერის რამდენიმე ნივთი. fpaparazzi რამდენიმე მოხდენილ და ლამაზ იმიჯს გთავაზობთ.

ტანსაცმლის მოდური ფერი

ნაზი ვარდისფერი ფეხსაცმელი და აქსესუარები თქვენს საგაზაფხულო იმიჯს ნატიფსა და ელეგანტურს გახდის.

კეიპი - ლაბადის ფასონი, რომელიც მოდიდან უკვე რამდენიმე სეზონი არ გამოდის.

სვიტერები და გოლფები ასეთი ქალური და ელეგანტური ჯერ არ ყოფილა... ყველაფერი კი ამ საოცარი ფერის წყალობით!

ნუ დაივიწყებთ მანიკურზე! ასეთი გადაწყვეტა ნებისმიერ იმიჯს დაამშვენებს.

ქაშმირის ვარდისფერი დახვეწილი კაბები - შესანიშნავი არჩევანია როგორც ყოველდღიური იმიჯისთვის, ასევე გამოსასვლელადაც.

ვარდისფერი ლაბადა უკვე თავისთავად დახვეწილი სამოსია, ამიტომ, ზედმეტი აქსესუარები საჭირო არ არის. საკმარისია კრემისფერი ან რძიანი ყავისფერი ჩანთა.

ვარდისფერი ფეხსაცმელი შესანიშნავად ეხამება ნაცრისფერ და შავ ტანსაცმელს. ასევე, ამ სეზონზე ძალიან პოპულარულია ზამშის ჩექმები.