აირჩიეთ კელტური ნახატი და გაიგეთ, რას მოგითხრობთ იგი თქვენს შინაგან ძალაზე

კელტურ ნახატებს ათასობით წლების განმავლობაში იყენებდნენ, როგორც თილისმებს. მათი გამოსახულებებით ტაძრებსა და ტანსაცმელს მოხატავდნენ, ამულეტებს კი ყელზე ატარებდნენ. საოცარია, მაგრამ ამ იდუმალი გამოსახულებების ხილვა რომაულ და ბიზანტიურ არქიტექტურაში არის შესაძლებელი, ძველი ისლამური და ეთიოპიური წიგნების დეკორაციებში... ამ ნახატებს დიდი ძალა გააჩნია. მოახდინეთ კონცენტრაცია და აირჩიეთ ნახატი, რომელიც ყველაზე ძალიან მოგწონთ.


რას მოგვითხრობს თქვენი არჩევანი


1. სიცოცხლის ხე

თქვენში უზარმაზარი პოტენციალი იმალება. თქვენი ფესვები ღრმად გადის, აფასებთ სტაბილურობას და მყარად დგახართ მიწაზე. სწორედ მიწიდან უნდა ისწავლოთ ენერგიის მიღება: იარეთ ფეხშიშველი, ხშირად ისეირნეთ ბუნებაში და დაინახავთ, რომ თქვენი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და გააზრებული ხდება. მოუფრთხილდით წელის არესა და ზურგს.

2. შინაგანი ცეცხლი

თქვენ აირჩიეთ ნახატი, რომელიც ცეცხლსა და ფენიქსს წარმოადგენს. ამ მითიურ ფრინველს ფერფლიდან აღდგენა და ცხოვრების ხელახლა დაწყება შეუძლია. ძალიან ამბიციური ხართ, ენერგიითა და ვნებით აღსავსე. თქვენში ცეცხლი ბობოქრობს, მაგრამ ფრთხილად იყავით - ამ სტიქიას ყველაფრის განადგურება შეუძლია. გამოავლინეთ ცეცხლოვანი ბუნება შემოქმედებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ეცადეთ თავშეკავებული იყოთ.

3. დიდი დრაკონი

დიდი პოტენციალი გაქვთ საიმისოდ, რომ შეერწყათ ბუნებას, მოიპოვოთ ჰარმონია როგორც შინაგანი, ასევე გარესამყაროსთან. თქვენ შეგიძლიათ სხვებისთვის სიხარულის მინიჭება. როგორც კი საკუთარ ძალას გაიაზრებთ, შეძლებთ ყველაფრის შეცვლას, რაც არ გაწყობთ. ძალიან მგრძნობიარე და დიდსულოვანი ადამიანი ხართ.

4. პენტაკლი

პირადი ძალის დამცველი ძლიერი სიმბოლო აირჩიეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე უნდა იპოვოთ ბალანსი სულიერ და ფიზიკურ ძალას შორის. საკუთარ თავთან მისასვლელი გზა უნდა იპოვოთ. გაქვთ დიდი პოტენციალი და ექსტრასენსორული ნიჭიც კი. ჯანმრთელობის საკითხებში მიაქციეთ ყურადღება ღვიძლის გაწმენდას.

5. კატის კვანძი

კატის გრაციით ხართ დაჯილდოვებული. ძალიან მოქნილი ადამიანი ხართ, ვერ იტანთ წნეხსა და აგრესიას. გიყვართ, როცა თქვენზე ზრუნავენ და გიფრთხილდებიან. ცხოვრების გზაზე მსუბუქად და თავდაჯერებულად მიაბიჯებთ. რაც უფრო უკეთ შეიცნობთ საკუთარ თავს, მით უკეთ გაუგებთ გარშემომყოფებს და ზოგადად სამყაროს.

6. ღვთაებრივი მზესუმზირა

თქვენი გული - გადაშლილი წიგნია. სითბოსა და სინათლეს ასხივებთ. ზრუნავთ და მხარს უჭერთ გარშემომყოფებს, საუკეთესო მეგობარი ხართ. შეინარჩუნეთ ეს პოზიტიური განწყობა და არასოდეს დაკარგოთ სიკეთის რწმენა. იზრუნეთ საკუთარ სხეულზე, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ მუხლებს.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა