სახალისო ჰოროსკოპი: რამდენად ტკბილი ქალი ხართ?

სახალისო ჰოროსკოპი: რამდენად ტკბილი ქალი ხართ?
როდესაც გეჩვენება, რომ ჰოროსკოპის ნიშნები გაწერილია ყველა თვალსაზრისით, ისინი კვლავ და კვლავ გაოცებენ. ამჯერად სიტკბოების მხრივ. გსურთ გაიგოთ, რომელ ტკბილეულთან ასოცირდებით? იპოვეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და გაიგებთ.


ვერძი - ცხელი შოკოლადი

ქალი-ვერძი მგზნებარე და ამაღელვებელია. ”ცხელ შოკოლადთან” ურთიერთობაში უნდა შეინარჩუნოთ ვნების გარკვეული გრადუსი, რათა არ გააცივოთ. მაგრამ ეს უბრალო ცხელი შოკოლადი არაა, არამედ, სხვადასხვა სანელებლების დამატებით: შავი პილპილი, ჯანჯაფილი, მიხაკი... ერთგვარი ცეცხლსაშიში სასმელი, რომელიც ყველას არ უხდება.

კურო - ჩიტის რძე

ეს გახლავთ მშვიდი და ნაზი ”კამფეტი”, რომელიც იშვიათად გამოდის წყობილებიდან. ”ჩიტის რძე” ოჯახური სიმყუდროვისა და კომფორტის სიმბოლოა. კუროებისგან საუკეთესო ცოლები გამოდის. თუმცა, მას შესაბამისი ”შენახვის პირობები” სჭირდება. მამაკაცმა მას უნდა მოუაროს და მასთან კურომ თავი დაცულად უნდა იგრძნოს.

ტყუპები - რაფაელო

სიმსუბუქის შთაბეჭდილებას ქმნის, მაგრამ ეს მოჩვენებითია. ყოველ ასეთ ქალს გულში კერკეტი კაკალი გააჩნია. მამაკაცებმა კარგად იციან, რომ ასეთი ”რაფაელოს” შენარჩუნება რთულია, ის შეიძლება ადვილად მოინუსხოს სხხვა მამაკაცით, თუ არსებულ ურთიერთობაში მოიწყენს. ტყუპების ასეთი არასერიოზულობა ინტელექტით გამოისყიდება. რაფაელო - გემოს მრავალფეროვნების წყაროა.

კირჩხიბი - მარმელადი

ეს დელიკატესი მილიონობით ადამიანს უყვარს. მარმელადის მომზადებას უამრავი ნიუანსი აქვს, ასევე, ქალი კირჩხიბიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს, არასწორი მოპყრობისას კი საჭმელად უვარგისია. ნაზი და მგძნობიარე, ვერ იტანს სასიყვარულო წნეხს და ჟელედ იქცევა. ახალგაზრდა მარმელადი ურთიერთობებში რომანტიკას მოითხოვს, დროთა განმავლობაში კი მაგრდება, ცდილობს პარტნიორი არ გაუშვას და ეს ბევრს მოსწონს.

ლომი - კარამელი

კარამელი კამფეტების უმეტესობის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ მის მომზადებას დიდი მოთმინება სჭირდება. მაშინ ჩვეულებრივი შაქარი იღებს თხევადი თაფლის თვისებებს შეუდარებელი არომატით. ქალი-ლომი - კარამელი - ყველაზე მაცდურია. ხშირად აჩვენებს თავს ძვირად ღირებულ და მიუწვდომელად, თუმცა, აღფრთოვანებული მზერებით გარშემოხვეულს, შეუძლია ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრა დაამშვენოს.

ქალწული - თხილი შოკოლადში

ქალი-ქალწული მაგარი დესერტების კატეგორიას მიეკუთვნება, ისეთებს, როგორიცაა გრილიაჟი, თხილის კამფეტები. ქალწული ცხოვრების მკაცრ რეჟიმს იცავს, მისი გაშიფვრა პირველივე ჯერზე შეუძლებელია. ეს მიუწვდომლობა მამაკაცებს იზიდავს, მიუცედავად საშიშროებისა. აცადეთ მას ცოტათი გალღობა, შემდეგ კი დატკბით ვნების დაუვიწყარი გემოთი.

სასწორი - კენკრა შაქრის მინანქრით

კენკრა შაქრის მინანქრით გემრიელი და ამავდროულად სასარგებლო ნუგბარია. შაქრის ან ვანილის პუდრა მალე დნება, ასე რომ, ნუ დაყოვნებთ. ქალი-სასწორი ვერ იტანს დისკომფორტს და უხეშ მოპყრობას, სხვაგვარად, სასიამოვნო მომჟავო გემო ძმრად იქცევა.

მორიელი - შაქარყინული

ქალ-მორიელს ეხერხება თავისი გრძნობების გაყინვა, მაგრამ სურვილისამებრ, ისევ ლღვება. სიყვარულში ქალი-შაქარყინული ძალიან საინტერესო ექზემპლარია. თავიდან ცნობისმოყვარეობა დაგტანჯავს, როცა მის ხასიათს უკვირდები. არ უნდა ჩაკბიჩო, უბრალოდ, ცოტათი დააგემოვნო. შაქარყინული გამოცდილ საყვარელს მოითხოვს, რომელიც ერთფეროვან, მაგრამ ხანგრძლივ გემოს ანიჭებს უპირატესობას.

მშვილდოსანი - ფორებიანი შოკოლადი

საქმე ჰაეროვან ბუშტუკებშია... ჰაეროვანი შოკოლადი შამპანურს შეიძლება მივამსგავსოთ, რაც დღესასწაულის შეგრძნებას იძლევა. ქალ-მშვილდოსანს ფეთქებადი ხასიათი და ტემპერამენტი აქვს, ურთიერთობაში კი ეს ნათლად ვლინდება.

თხის რქა - ალუბალი შოკოლადში
ქალ თხის რქას გააჩნია უნიკალური თვისება, შეინარჩუნოს სილამაზე და ენერგია ხანგრძლივად. ასეთი კამფეტი ნამდვილი აღმოჩენაა მამაკაცებისთვის. თუმცა, ხდება ისეც, რომ წარმოუდგენელი მოთხოვნების გამო ის მარტო რჩება და წვნიანი ალუბლის ნაცვლად კონიაკით დანამულ ჩირად იქცევა.

მერწყული - ბეზე


ქალი-მერწყული ნამდვილი ბეზეა - მასთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას განიჭებს. ის შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს: ნაზი, რბილი, ჩვეულებრივი და ეგზოტიკური, თხილით ან შოკოლადით. ბეზეს გემოს წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია. იგი ნამდვილი აღმოჩენაა ყველაფერი ორიგინალური და უჩვეულოს მოყვარულებისთვის.

თევზები - ლიქიორიანი კამფეტი

ქალი-თევზები სიაზით ნუსხავენ მამაკაცებს, ათრობენ და დამოკიდებულებს ხდიან მათზე. უხდება ტკბილეულის მოყვარულ შეძლებულ და რესპექტაბელურ მამაკაცებს. მასში არის გამოცანა, რომელსაც იდუმალი შარმი ეწოდება.