რომელი ტკბილეული ხარ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელი ტკბილეული ხარ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი გემრიელი ანალოგი გააჩნია. შაქარყინულიდან დაწყებული, შოკოლადით დამთავრებული – ყველას თავისი ჰოროსკოპის ნიშანი შეეფერება. fpaparazzi გთავაზობთ 12-ვე ნიშნისთვის შესაფერის ტკბილეულს. გაეცანით!

ვერძი: ცხელი შოკოლადი
მუდამ ვნებიანი და ცეცხლოვანი ვერძი ცხელ შოკოლადთან ასოცირდება, თუმცა ჩვეულებრივთან არა, არამედ მთელი რიგი სანელებლების დამატებით – მიხაკით, ჯანჯაფილით, ვანილითა და შავი პილპილით. არავითარ შემთხვევაში არ ჩააქროთ ვერძის ცეცხლი, თორემ თბილი და რბილი შოკოლადი ცივ ქვად გადაიქცევა.

ლომი: კარამელი
კარამელი – კანფეტების უმრავლესობაში შედის, მაგრამ მის მომზადებას დიდი მოთმინება ჭირდება. მაშინ ჩვეულებრივი შაქარი თხელ, გამჭვირვალე, საოცარი არომატის მქონე თაფლად გადაიქცევა.
ქალი-ლომი – კარამელი – ყველაზე მაცდურია ტკბილეულის მოყვარული მამაკაცებისთვის.

მშვილდოსანი: ფორიანი შოკოლადი
შოკოლადის ბუშტუკების ურიცხვი რაოდენობა ამ ტკბილეულს განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ეს შოკოლადი მხოლოდ შამპანურის დახვეწილ გემოს შეიძლება რომ შევადაროთ. ის ნამდვილი ზეიმი და ემოციების ზღვაა ერთფეროვანი ყოველდღიურობის ფონზე.

ქალწული - თხილი შოკოლადში
ქალი-ქალწული მყარი დესერტების კატეგორიას მიეკუთვნება, ისეთების, როგორებიც არის კანფეტები, გრილიაჟი და პრალინე. ქალწულის ცხოვრება, როგორც წერი, მკაცრ ლოგიკას ეფუძნება, მაგრამ ასეთი ქალის ერთი შეხედვით ამოცნობა თითქმის არავის შეუძლია. თავდაპირველად მიეცით მას საშუალება ოდნავ დადნეს, დარბილდეს, ხოლო შემდეგ შიეგრძენით მისი დაუვიწყარი ვნების გემო.

თხის რქა: ალუბალი შოკოლადში
ქალ-თხის რქას უნიკალური თვისება აქვს შეინარჩუნოს და “დააკონსერვოს” თავისი სილამაზე და ენერგია დიდი ხნით. ასეთი კანფეტის მფლობელი მამაკაცი ნამდვილად იღბლიანია. თუმცა ისეც ხდება, რომ დიდი მოთხოვნილებების გამო ქალი-თხის რქა მარტოხელა რჩება და კონიაკით ან რომით გაჯერებული რბილი კენკრიდან უგემურ, გაყინულ “ზამთრის ალუბლად” იქცევა. იმისათვის, რომ ის გაალღვოთ, დრო დაგჭირდებათ.

კურო: ჩიტის რძე
მშვიდი, ალერსიანი კურო-ქალი იშვიათად გამოდის წყობილებიდან. “ჩიტის რძე” – ოჯახური კერის, სიმყუდროვისა და კომფორტის სიმბოლოა. ტყუილად როდია, რომ ასტროლოგების აზრით ქალი-კურო საუკეთესო ცოლია. თუმცა “ჩიტის რძე” შენახვის განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებს. მისთვის აუცილებელია საიმედო პარტნიორი – “მამაკაცი-ყუთი”, რომელთანაც ის დაცულად იგრძნობს თავს.

ტყუპი: რაფაელო
გარეგნულად ნაზი და მსუბუქი, მაგრამ შინაგანად კერკეტი კაკალი. ყველა მამაკაცი ასეთი ქალის გაცნობისას მაშინვე მაგარ გულს ეჯახება. მაგრამ სწორედ ამაშია რაფაელოს მთავარი ხიბლი.

მერწყული: ბეზე
ქალი-მერწყული – ათქვეფილი ცილისგან მომზადებული ფრანგული დესერტია. ასეთ ქალთან ურთიერთობა – ერთი სიამოვნებაა. “ბეზე” სხვადასხვაგვარია: ნაზი და ისეთი, პირში რომ დნება, ხრაშუნა, ჩველებრივი და ეგზოტიკური, თხილებითა და შოკოლადით... ეს დესერტი სულ მოულოდნელობით გვავსებს. მისი სირთულე იმაშია, რომ სტაბილურობას მიაღწიო. ის, რაც გუშინ გასაგები იყო, დღეს შესაძლოა სრულიად გაუგებარი აღმოჩნდეს მისთვის.

სასწორი: შტოში შაქრის მინანქარში
ეს არა მხლოდ უნიკალური და სასარგებლო ტკბილეულია, არამედ უგემრიელესიც. არასოდეს მოგბეზრდებათ მისი მოტკბო-მომჟაო გემო. მაგრამ თუ დროზე არ მიირთვით, შაქრის პუდრა შესაძლოა, გახმეს და დესერტი უვარგისი გახდება.

კირჩხიბი: მარმელადი
მარმელადს მომზადების უამრავი წესი აქვს, ასევეა ქალი-კირჩხიბი – მას განსაკუთრებული და ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება. ფაქიზი და გულჩვილი კირჩხიბი ვერ იტანს ძლიერ სასიყვარულო ცეცხლს – ის მაშინვე ჟელედ იქცევა. ახალგაზრდა მარმელადი ურთიერთობაში რომანტიკას ითხოვს, დროთაგანმავლობაში კი წებოვანი ხდება და ყველანაირად ცდილობს, არ გაუშვას პარტნიორი – ბევრს კირჩხიბის ეს თვისება ძალიან მოწონს.

მორიელი: შაქარყინული
ქალ-მორიელს შეუძლია გაყინოს საკუთარი სურვილები, თუმცა ასევე მარტივად გალღობაც შეუძლია. სიყვარულში ქალი-შაქარყინული – მეტად საინტერესო ეგზემპლარია. თავდაპირველად დაიტანჯებით ინტერესით და შორიდან დატკბებით მისით. ჩაკბეჩა არ არის რეკომენდებული, მხოლოდ ნელ-ნელა უნდა დატკბეთ მისი გემოთი. “შაქარყინულს” გამოცდილი საყვარელი ჭირდება, რომელსაც ერთფეროვანი, მაგრამ ხანგძლივი გემო მოსწონს. საერთოდაც “შაქარყინული” დროის ცვლას არ ემორჩილება, ის გემოს არასოდეს კარგავს. ამიტომაც არის, რომ ის ტკბილეულის თითქმის ყველა მოყვარულს მოწონს.

თევზები: ლიქიორიანი კანფეტი
გარედან ასეთი უწყინარი, მიმზიდველი და ტკბილია, ხოლო გულში მომნუსხველი და დაუნდობელი. ამ უწყინარ არსებებს მილიონობით მამაკაცი ეტრფის. თუმცა ქალი-თევზი მხოლოდ რესპექტაბელურ და უზრუნველყოფილ მამაკაცებს შეეფერებიან.