როგორ ვაქციოთ საკვები უფრო სასარგებლო

ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ სწორი კვება. სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, მიაქციოს ყურადღება, თუ რითი იკვებება, ცდილობს დააბალანსოს რაციონი. ჩვენმა რედაქციამ თავი მოიყარა რამდენიმე რჩევას, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ და გამოიყენოთ.

სასარგებლო საკვების მომზადება

1. ზედმეტი ზეთი რომ არ მოიხმაროთ, გამოიყენეთ პულვერიზატორი, რომელიც დაგეხმარებათ ზეთის თანაბრად გადანაწილებაში ზედაპირზე.

2. ცხიმების ნაცვლად, წვნიანებში გამოიყენეთ ბულიონი. რა თქმა უნდა, ცხიმებს ისიც შეიცავს, მაგრამ არა ისეთი რაოდენობით, როგორც ზეთებიდ კარაქი.

3. შინაური მაიონეზის მოსამზადებლად დროც რომ არ გქონდეთ, ნუ შეიძენთ მაღაზიაში. უმჯობესია, შეცვალოთ ნატურალური იოგურტით, რომელსაც ცოტაოდენ მდოგვს გაურევთ.

4. ქუნჯუთის თესლს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია, იგი ამარაგებს ორგანიზმს კალციუმით, აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედებ, ამიტომ, გთავაზობთ დაუმატოთ ქუნჯუთის თესლი სალათებში.

5. კოტლეტები უფრო სასარგებლო რომ გავხადოთ, თეთრი პურის ნაცვლად ჩაახეხეთ ყაბაყი ან ათქვეფილი ცილა.

6. ჩვეულებრივი ბოსტნეულის სალათი უფრო ნოყიერი და სასარგებლო გახდეს, დაამატეთ უცხიმო ყველი, მაგალითად ფეტა ან ბრინზა.

7. თუ ცომეულისგან თავს ვერ იკავებთ, ჩაანაცვლეთ ხორბლის ფქვილი შვრიის ან წიწიბურის ფქვილით.

8. ცხობისას შაქრის ნაცვლად გამოიყენეთ სტევიას ექსტაქტი ან სხვადასხვა ჩირი.

9. თუ რძიან შოკოლადზე უარს ვერ ამბობთ, ჩაანაცვლეთ იგი შავი მწარეთი, რომელიც ამაგრებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.

10. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თუჯის ჭირჭელში მომზადებული კერძები ყველაზე უსაფრთხო და სასარგებლოა.

11. დაამატეთ მწვანე ჩაიში ლიმონის ნაჭერი, ლიმონის მჯავის წყალობით, ჩაის ანტიოქსიდანტებს ორგანიზმი უკეთ ითვისებს.шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: