ამ 6 შეცდომას ყოველი ქალი უშვებს ტანსაცმლის შეძენისას

შოპინგი - არამხოლოდ ნივთების შეძენაა, ეს გახლავთ ერთგვარი თერაპია, რომელიც განწყობას გვიუმჯობესებს. განსაკუთრებით გვიხარია, როცა შენაძენი წარმატებული აღმოჩნდება - ტანზე მორგებულია, შესაფერისია ამა თუ იმ ღონისძიებისთვის და ფასიც მისაღებია. ხდება ისეც, რომ სახლში მისულს თმა ყალყზე გიდგება, როცა 1 საათის წინ შეძენილ ნივთს იზომებ - ეს ის არ არის, რაც გინდოდა, საერთოდ არ გიხდება! რა უნდა ვქნათ? წაიკითხეთ ჩვენი მასალა და გაითვალისწინეთ მოცემული შეცდომები შოპინგისას, რომელსაც ხშირად ვუშვებთ...


შეცდომა #1: არ წაიღეთ მაღაზიის გასასინჯ ოთახში სხვადასხვა ზომის ნივთები

ამ 6 შეცდომას ყოველი ქალი უშვებს ტანსაცმლის შეძენისას

როგორ გამოვასწოროთ: თჲნდაც ზუსტად იცოდეთ თქვენი ზომა, მაინც გაიყოლეთ ერთი ზომით დიდი ასეთივე ნივთი და გაისინჯეთ - შეადარეთ, როგორ ზის ტანზე ორივე. ხანდახან მცირე სხვაობასაც აქვს მნიშვნელობა.

შეცდომა #2: შესაფერისი საცვლები არ გაცვიათ



კომფორტი ყველას გვიყვარს, მაგრამ თუ კლასიკურ პერანგს სპორტულ ბიუსტალტერზე ჩავიცვამთ, მკერდი ბრტყელი გამოჩნდება.
როგორ გამოვასწოროთ: იპოვეთ მაღაზიაში საცვლების განყოფილება და შეარჩიეთ თქვენი ზომის ბიუსტჰალტერი გასასინჯად.

შეცდომა #3: არ ჯდებით გასასინჯ ოთახში

გასასინჯ ოთახში სკამი ტყუილად კი არ დგას. დადგით სკამი სარკის წინ, შემდეგ ჩამოჯექით. ამ მდგომარეობაში დაინახავთ, როგორ გამოიყურება ტანსაცმელი ამა თუ იმ სიტუაციაში.

შეცდომა #4: არ სთხოვეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

როგორ გამოვასწოროთ: არ არის აუცილებელი, მაღაზიაში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გაემართოთ. უბრალოდ, იქვე შეარჩიეთ რაიმე გასასინჯად. შეხედეთ, როგორ გამოიყურება კაბა ან ქვედაბოლო ასეთ ფეხსაცმელთან და გადაწყვიტეთ, გამოგადგებათ თუ არა.

შეცდომა #5: არ შეიცვალეთ განათება



გასასინჯი ოთახები ისეა დაპროექტებული, რომ მასში ყველაფერი იდეალურად მოგეჩვენოთ.
როგორ გამოვასწოროთ: გამოდით გასახდელიდან და მაღაზიის სხვა სარკეში ჩაიხედეთ, სადაც სხვა განათება იქნება.

შეცდომა #6: არ გადაიღეთ სელფი სარკესთან



როგორ გამოვასწოროთ: გადაიღეთ სელფი, რადგან კამერა სარკესავით მატყუარა არ არის. შეხედეთ ფოტოს და თუკი ნანახმა დაგაკმაყოფილად, თამამად გაემართეთ სალაროსკენ.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა