გლუვი და ლამაზი ქუსლები მხოლოდ 2 ინგრედიენტით. ყველაზე ეფექტური მეთოდი!

გლუვი და ლამაზი ქუსლები მხოლოდ 2 ინგრედიენტით. ყველაზე ეფექტური მეთოდი!
დროთა განმავლობაში ჩვენი ქუსლების კანი შრება, კარგავს ბუნებრივ ტენს და თავს იჩენს ისეთი უსიამოვნო მოვლენები, როგორიცაა: ბზარები, კოჭრები, სოკო და ა.შ. პრობლემას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ჩვენ, როგორც წესი, არ ვუთმობთ საკმარის ყურადღებას საკუთარ ქუსლებს.

ქუსლები სხეულის ის ნაწილია, რომელიც ყოველდღიურად კოლოსალურ დატვირთვას განიცდის. სწორედ ამიტომ, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებასა და მზრუნველობას საჭიროებს.

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ 100%-ით ნატურალურ საშუალებას ქუსლების მოსავლელად და ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც საკუთარი ეფექტურობით ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროდუქტებსა და პროცედურებს არ ჩამოუვარდება.

ნატურალური საშუალება ქუსლების მოსავლელად

რძის სასარგებლო თვისებები

რძე - ინგრედიენტი, რომელიც მდიდარია ცხიმებით, ცილებით და აუცლებელი ვიტამინებით, რომლებიც აღადგენს დაზიანებულ კანს, ებრძვის სიმშრალეს და თავიდან გვარიდებს კანის დაავადებებს.

რძემჟავა, რომელსაც ჭარბად შეიცავს ეს პროდუქტი, არეგულირებს pH-ის დონეს, ამაღლებს კანის ბსორბციულ უნარს და წარმოქმნის გარემოს, რომელიც არახელსაყრელია სოკოს ზრდა-გამრავლებისთვის.

რძე შეიცავს ჭარბი რაოდენობით ცილებს, რომლებიც აუცილებელია კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებისთვის.

საკვები სოდის სასარგებლო თვისებები

ყველასთვის კარგად ცნობილი ეს თეთრი ფხვნილი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გაუხეშებული კანის დასარბილებლად და კოჟრების მოსაშორებლად.

საკუთარი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებების გამო, ამ პროდუქტს ხშირად გამოიყენებენ კანის მოსავლელად. სოდის დახმარებით შესაძლებელია ქუსლების კანის დარბილება, კოჟრების მოშორება, ბზარების შემცირება და კანის გაგლუვება.

როგორ დავამზადოთ ქუსლების მოსავლელი უებარი საშუალება რძისა და საკვები სოდის გამოყენებით?



რეკომენდირებულია ამ პროცედურის კვირაში 3-ჯერ ჩატარება. ხანმოკლე დროში თქვენ საკუთარი ლამაზი ქუსლებით იამაყებთ!

ინგრედიენტები:
  • 3 ჭიქა რძე (750 მლ);
  • 3 სუფრის კოვზი საკვები სოდა (30 გრამი).

ინსტრუქცია:

  • პირველ რიგში, შეათბეთ მოცემული რაოდენობით რძე.

  • გადაასხით გამთბარი რძე შესაბამისი ზომის ტაშტში და მოათავსეთ ფეხები მასში 10 ან 15 წუთით.

  • ამ დროის გასვლის შემდეგ ჩაამატეთ რძეში მოცემული რაოდენობით საკვები სოდა და იკეთეთ ფეხების მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში.

  • შეგიძლიათ ისარგებლოთ პემზითაც. ასე კოჟრების მოცილების პროცესი საგრძნობლად გაადვილდება.

  • მსუბუქი მასაჟის გაკეთების შემდეგ ამოიღეთ ფეხები ამაზანიდან და კარგად გაიმშრალეთ.

  • პროცედურის შემდეგ რეკომენდირებულია დამატენიანებელი კრემის გამოყენება.

გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!