უძველესი ხალხური საშუალებები ფარინგიტის სამკურნალოდ.



ფარინგიტი - ხახის ლორწოვანი გარსის ანთებაა. მას იწვევს იგივე ვირუსები, რასაც გრიპი. მიზეზი შეიძლება იყოს მაწყენარი საჭმელი ( ძალიან ცივი ან ძალიან ცხელი ), სიგარეტის გადამეტებული წევა, ალერგია და სხვა. მაგრამ რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ფარინგიტს უნდა სერიოზულად მიუდგეთ. ფარინგიტი საშიშია შემდეგი გართულებებით: ქრონიკული რინიტი ( სურდო ), კბილების კარიესი, პირის ღრუსა და კუჭ - ნაწლავის ტრაქტის დისბაქტერიოზი. ყველაზე საშიშია ლარინგოსტენოზი ( ხორხის შევიწროება ).ეს პირდაპირი საფრთხეა ადამიანის სიცოცხლისათვის - ჰაერი ძნელად მიეწოდება ხორხიდან ფილტვებს. ლარინგოსტენოსზე მცირე დაეჭვებისას საჭიროა დაუყოვნებლივ გამოიძახოთ "სასწრაფო".
გაფრთხილება! ყელში გამოვლებისას, არავითარ შემთხვევაში არ გადაყლაპოთ " წამალი ", არამედ - გადმოღვარეთ!

ხალხური საშუალებები ფარინგიტის სამკურნალოდ.

  • დაავადების პირველივე დღიდანვე ყელში გამოივლეთ საიმედო ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური საშუალებები: ნაყენები მუხის ქერქის , მურყნის, სალბის, კალენდულისა. აირჩიეთ მათ შორის ის, რომელიც თქვენს გემოვნებას მიესადაგება:
    დაასხით 1 ს/კ გამხმარ ნედლეულს 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააფარეთ ლამბაქი და დააყენეთ 30 წთ. გაწურეთ და გამოივლეთ ყელში თბილი ( და არა ცხელი ) ნაყენი 3 - ჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში ( ერთჯერადი დოზა - 1 ჭიქა ნაყენი ). მას შემდეგ რაც მწვავე პირადი პერიოდი გაივლის ( 2 - 3 დღე ), გადადით ბოსტნეულის წამლებზე.

  • წითელი ჭარხლის ახალგამოწურულ წვენიან ჭიქაში დაუმატეთ 1 ს/კ ვაშლის ძმარი. გამოივლეთ ყელში 5 - 6- ჯერ დღეში ( ერთჯერადი დოზაა 5 - 6 ს/კ ). მკურნალობის კურსი 5 - 7 დღე.

  • დაასხით ნახევარ ჭიქა ანისულის თესლებს 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წთ, გაწურეთ, დაუმატეთ ჭიქის მეოთხედი ცაცხვის თაფლი და მიიყვანეთ ნახარში ადუღებამდე კიდევ ერთხელ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაასხით 1 ს/კ კონიაკი. სვით თითო ს/კ ყოველ ნახევარ სთ - ში.

  • ატროფიული ფარინგიტის დროს კატეგორიულად უკუნაჩვენებია ნებისმიერი გამოვლება, ზეთების ცხვირში ჩაწვეთება და ნოვოკაინის ბლოკადები, ვინაიდან ისინი აშრობენ ყელის ლორწოვან გარსს კიდევ უფრო მეტად. თავი არ გაიცივოთ ზედმეტად. ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ფეხები და ყელი ყოველთვის თბილად გქონდეთ. ინჰალაციაც აგრეთვე მსგავსი დიაგნოზის დროს არასასურველია.