ნიღაბი, რომელიც 7 დღეში აღადგენს კანს

აი, იმ ინგრედიენტების სია, რომლებიც დაგჭირდებათ:

  • 1 სუფრის კოვზი ნუშის ან ზეითუნის ზეთი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი
  • 2 ჩაის კოვზი ვაზელინი

    გაალღვეთ ვაზელინი ორთქლზე, ან მოათავსეთ ჭურჭელში და ჩადეთ ცხელ წყალში.

    გამლღვალ ვაზელინს დაამატეთ თაფლი, კვერცხის გული და ზეთი.

    კარგად შეურიეთ ერთმანეთს და შეინახეთ.

    ეს კრემი სუფთა სახეზე უნდა წაისვათ. 30 წუთის შემდეგ კანზე დარჩენილი ზედმეტი მასა მოიშორეთ ბამბის დისკით.

    ეფექტი:
    ვაზელინი არაჩვეულებრივი ბუნებრივი დამატენიანებელია და თან მომენტალური მოქმედების.

    კვერცხლის გული ძირითადად წყლისგან და ცხიმებისგან შედგება და კარგად აკავებს ტენს თქვენი კანის უჯრედებში, ეს კი კანის სირბილეს უზრუნველყოფს. კვერცხის გულიანი ნიღბები უებარია მათთვის, ვისაც კანის აქერცვლა აწუხებს. იგი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ატენიანებს და კვებავს დასუსტებულ კანს.

    თაფლი კი სავსეა ანტიოქსიდანტებით და კარგი საშუალებაა დაბერების პროცესის შესანელებლად.

    თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა