ზეითუნის ზეთი - 6 გზა ბრწყინვალე სახის კანის, თმისა და ფრჩხილებისაკენ...

ზეითუნის ზეთი - 6 გზა ბრწყინვალე სახის კანის, თმისა და ფრჩხილებისაკენ...
ზეითუნის ზეთი ჩვენი სამზარეულოს ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია. მსუბუქი სალათებისა თუ სხვადასხვა ყოველდღიური გემრიელობების მოსამზადებლად დღეს უკვე ბევრი აქტიურად მოიხმარს ამ მართლაც გასაოცარი ქიმიური შემადგენლობებით სავსე პროდუქტს. კიდევ ერთი მიზეზი, რათა უფრო მეტად შეიყვაროთ იგი გახლავთ ის, რომ ზეითუნის ზეთი შეუცვლელია და ფასდაუდებელია კოსმეტოლოგიაში - კანის, თმისა თუ ფრჩხილების მოვლა-გაჯანსაღების თვალსაზრისით. კანის დამატენიანებელი უნარით დაწყებული ასაკის მატებასთან ბრძოლით დამთავრებული ზეითუნის ზეთი სხვა უამრავი დადებითი და სასარგებლო თვისებებით ნადვილად გამოირჩევა.
  1. აჯანსაღებს თმას - ვიტამინი E რითაც ასე მდიდარია ზეითუნის ზეთი ქერტლის შემცირებას უწყობს ხელს. ამისათვის საკმარისია თავის ქალაზე დაიტანოთ ერთი ჩაის კოვზისა და ლიმონის რამდენიმე წვეთის ნაზავი. მშრალ და ცხელ თვეებში კი შეგიძლიათ თქვენს თავის დასაბან საშუალებებს ცოტაოდენი ზეთი დაამატოთ და ასე დაემშვიდობოთ გამომშრალ თმასა და დაყოფილ ბოლოებს.
  2. მოიშორეთ მაკიაჟი - ბევრი თვლის, რომ ისედაც ცხიმიან კანზე ზეთის დამატებით წასმა პრობლემას უფრო გაამწვავებს, თუმცა დერმატოლოგები საწინააღდეგოს გვიმტკიცებენ. სანამ სახეს თბილი წყლით ჩამოიბანთ გაიწმინდეთ და მაკიაჟიც ზეითუნის ზეთით მოიშორეთ. ამ გზით თავიდან აიცილებთ სხვადასხვა გამწმენდი საშუალებების ქიმიური მინარევების ზემოქმედებას.
  3. ამაგრებს ფრჩხილებს - ვიტამინი E-ს წყალობით ზეითუნის ზეთი ასევე გამოირჩევა დამატენიანებელი ფუნქციით და ადვილად შეიწოვება კიდეც. საკმარისია კვირაში ერთხელ 20 წუთით ფრჩხილები ზეთით დაილბოთ. ეს პროცედურა უზრუნველყოფს თქვენი ფრჩხილის სწრაფ ზრდასა და სიმაგრეს.
  4. არბილებს ნუნებს - მნიშვნელოვანი ნუნები რბილი და ელასტიური იყოს. დამსკდარ და დაყოფილ ნუნებში იზრდება სოკოვანი ინფექციის შეჭრის რისკი. ამისთვის ღამით, სანამ დასაძინებლად გაეშურებოდეთ ფრჩხილებზე თითო წვეთი ზეითუნის ზეთი დაიწვეთეთ.
  5. ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს - თუ მშრალი, გაღიზიანებული კანი გაქვთ და ქავილიც ხშირი სიმპტომია ეს სასწაულმოქმედი სითხე ამ შემთხვევაშიც აუცილებლად დაგეხმარებათ. თბილ აბაზანას რამდენიმე წვეთი დაუმატეთ და შვებას სულ მცირე ხანში იგრძნობთ.
  6. ებრძვის ასაკის მატებას და ნაოჭებს - ზეითუნის ზეთი შეიცავს ძლიერმოქმედ ანტიოქსიდანტებს, ვიტამინ E და პოლიფელონს, რომლებიც ებრძვიან და ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს. სწორედ ეს უკანასკნელი აზიანს და აბარებს ჩვენს კანს. მთავარია ზეთი გამოიყენოთ რეგულარულად და მის საოცარ ეფექტს მალევე იგრძნობთ როგორც მთელი ორგანიზმის, ასევე მისი ცალკეული ორგანოთა ფუნქციაზე.