მორსი - სასარგებლო, მატონიზირებელი სასმელი ასკილისა და ვაშლისგან

მორსი - სასარგებლო, მატონიზირებელი სასმელი ასკილისა და ვაშლისგან
fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ ეს ვიტამინებით მდიდარი სასმელი განსაკუთრებით ამ სეზონზე, როცა ვირუსული ინფექციებისა და გაციების რისკი ყველაზე მაღალია.
საჭირო მასალა:
  • ასკილი 1 ჭიქა
  • ვაშლის წვენი 1 ჭიქა
  • ლიმონის წვენი 3 ს.კ.
  • შაქარი 1/2 ჭიქა, ან გემოვნებით
  • წყალი 3 ჭიქა

მომზადების წესი:
1. ასკილის ნედლი ნაყოფი დავჩეჩქვოთ, დავასხათ წყალი და ავადუღოთ.
2. ვადუღოთ 5-10 წუთი დაბალ ცეცხლზე, გამოვრთოთ და გავაგრილოთ თავდახურული 1 საათით.
3. შემდეგ გავწუროთ, დავამატოთ შაქარი, ვაშლის და ლიმონის წვენი.
მიირთვით გემრიელად და იყავით ჯანმრთელები!