ლიმონათი - მარტივად მოსამზადებელი გამაგრილებელი სასმელი

ლიმონათი - მარტივად მოსამზადებელი გამაგრილებელი სასმელი
fpaparazzi გთავაზობთ უმარტივესი სასმლის რეცეპტს, რომელიც შესანიშნავად აგრილებს ცხელ დღეებში.
საჭირო მასალა:
  • ლიმონის წვენი 1.5 ჭიქა, ახალგამოწურული
  • წყალი 6 ჭიქა
  • შაქარი 1/2 ჭიქა
  • ყინული

მომზადება:
  1. დიდ გრაფინში ჩაასხით ლიმონის წვენი.
  2. 1 ჭიქა წყალი და შეურიეთ შაქარი.
  3. მოურიეთ სანამ შაქარი არ გადნება, შემდეგ კიდევ 5 ჭიქა წყალი დაამატეთ.
  4. ჩააგდეთ ლიმონის რამდენიმე ნაჭერი და ბევრი ყინული.
  5. შეიძლება დაამატოთ პიტნის ფოთლებიც.

გემრიელად მიირთვით!