როგორ დაგვეხმარება ვაშლის ძმარი სახსრების ტკივილისას და ართრიტისას!

როგორ დაგვეხმარება ვაშლის ძმარი სახსრების ტკივილისას და ართრიტისას!
სახსრების ტკივილი საკმაოდ უსიამოვნო მოვლენაა და ხშირად ხელისშემშლელი ფაქტორიც სამსახურში ან სახლში მუშაობისას. ზოგიერთ ადამიანს ასეთი ტკივილი ხანგრძლივი, რთული დღის შემდეგ ეწყება და მხოლოდ სრულფასოვანი დასვენების შემდეგ უყუჩდება. თუმცა ამ სახის ტკივილს ქრონიკული ხასიათის შეიძლება ჰქონდეს, რომელიც სახსრების დაავადებასთან - მაგალითად ართრიტთან არის დაკავშირებული.

თუ თქვენი ტკივილები სწორედ სახსრებზე მიგანიშნებთ მაშინ თქენ შესანიშნავად გეცოდინებათ, რომ ჩვეულებრივი აბები მხოლოდ მსუბუქ შვებას მოგგვრით. სახსრების ტკივილის და ართრიტის სიმპტომების გაყუჩების საუკეთესო საშუალება ცხოვრების წესის შეცვლაა, მათ შორის დიეტებიც.
ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ხალხური მედიცინის საშუალებებს, რომელთაგან ერთ-ერთიც ვაშლის ძმარია.
როგორ დაგვეხმარება ვაშლის ძმარი სახსრების ტკივილისას და ართრიტისას!

როგორ გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი სახსრების ტკივილისას
  • აბაზანები
    შეურიეთ 1 ჭიქა ვაშლის ძმარი 6 ჭიქა წყალს და ჩაალაგეთ ხელები ან ფეხები ამ აბაზანაში. თუ თქვენ კისრის ან სხეულის სხვა ნაწილი გტკივათ, გამოიყენეთ ამ ნაყენის კომპრესები.
  • შეზელა
    შეურიეთ 2 სუფრის კოვზი ძმარი და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, გულდასმით გადაურიეთ, შემდეგ კი შეიზილეთ მტკივან სახსარში. რეგულარული შეზელვა ეფექტურად დაგეხმარებათ ტკივილის გაყუჩებაში.
  • სამკურნალ სასმელი
    გახსენით 3 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი 300გ წუალში ან ნებისმიერ ხილის წვენში. მიიღეთ ეს ნაყენი 3 ჯერ დღეში ჭამის წინ.


ვაშლის ძმარი - შესანიშნავი იარაღია მტკივან სახსრებთან საბრძოლველად, თუმცა მას სხვა მრავალი დადებითი თვისებაც აქვს. ის ასევე წარმოადგენს უძლიერეს ანტიოქსიდანტს, რაც ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდაში გვეხმარება.