გახანგრძლივებული ხველის სამკურნალო ხალხური რეცეპტი, რომელიც ძალზე ეფექტურია!
გაცივების შემდეგ ხშირად გვრჩება ხოლმე ხველა რამდენიმე კვირის და ზოგჯერ თვის განმავლობაში . ექიმმა - ნარჩენი მოვლენებიაო და მირჩია, გამეგრძელებინა წამლების სმა. მე კი არ მიყვარს ხანგრძლივად ქიმიური პრეპარატების მიღება. ამიტომ გახანგრძლივებული ხველისას ყოველთვის ხალხურ საშუალებებს ვიყენებ. აი, ერთი ასეთი რეცეპტი:
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
1 ჭიქა თაფლს დაამატეთ 2 ჩ/კ ალოეს წვენი და 6 ს/კ ვაშლის ძმარი, კარგად აურიეთ და მიიღეთ 2 - 2 ჩ/კ 3 - 4 - ჯერ დღეში.
სხვათა შორის, როცა პირველად გამოვიყენე ეს საშუალება, მოულოდნელად აღმოვაჩინე მისი კიდევ ერთი სამკურნალო ეფექტი - წამლის მიღების შემდეგ შემიმცირდა სახსრების ტკივილი, რომელიც დიდი ხანია მაწუხებდა. მივხვდი, რომ ვაშლის ძმრისა და თაფლის ნარევი სახსრების ანთების სამკურნალო საშუალებაცაა.
ექიმის კომენტარი:
ვაშლის ძმარს საკმაოდ ხშირად იყენებენ ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით. იგი მდიდარია ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტებით: კალიუმით, კალციუმით, ნატრიუმით, რკინით, მაგნიუმით. ვაშლის ძმარი აწესრიგებს საჭმლის მონელებას, ანადგურებს პათოგენურ მიკრობებს კუჭ - ნაწლავის ტრაქტში, კარგ ეფექტს იძლევა მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს.
ვაშლის ძმარი ასევე აწესრიგებს ენერგეტიკულ დარღვევებს, ხსნის მეხსიერების დაქვეითების ნიშნებს, შველის ქრონიკულ დაღლილობას. ვაშლის ძმარს იყენებენ აგრეთვე გასახდომი დიეტების რაციონთან ერთად.
ინგრედიენტები:
- 1 ჭ თაფლი
- 2 ჩ/კ ალოეს წვენი
- 6 ს/კ ვაშლის ძმარი