ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო წამალი თქვენს სახლში მოიპოვება.


ფარისებრი ჯირკვალი - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო ადამიანის სხეულში. მისი ფუნქციონირების დარღვევა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე, არამედ ფიგურაზეც კი.

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციამ შეიძლება მიგვიყვანოს ჰიპოთირეოზამდე, ჰიპერთირეოზამდე, ენდემური ჩიყვის და სიმსივნის განვითარებამდე. სწორედ ამიტომ, დაუთმეთ საკმარისი ყურადღება ამ ორგანის და იზრუნეთ მის ჯანმრთელობაზე.

ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო წამალი თქვენს სახლში მოიპოვება.

პროდუქტები ფარისებრი ჯირკვლისთვის

''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ ავირიდოთ თავიდან ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები.

1. ჩაამატეთ საკუთარ კვების რაციონში იოდით გამდიდრებული პროდუქტები. იოდი - აუცილებელი ელემენტი ფარისებრი ჯირკვლის გამართული ფუნქციონირებისთვის. ამ ელემენტის დეფიციტი უარყოფითად აისახება ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ტვინის მუშაობაზე და ა.შ.

იოდით გამდიდრებული პროდუქტებია: ზღვის პროდუქტები, სტაფილო, ისპანახი, პომიდორი, კარტოფილი, ხახვი, მარწყვი და ა.შ.

2. მოერიდეთ გლუტენით გამდიდრებული პროდუქტების მიღებას. ამ ნივთიერებას უარყოფითი გავლენა აქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე.

პროდუქტები, რომლებიც გლუტენის მაღალი შემცველობით გამოირჩევა: ხორბალი, შვრია და ქერი.

3. ქოქოსის ზეთი არეგულურებს ჰორმონებს, აჩქარებს მეტაბოლიზმს და გვიმაღლებს იმუნიტეტს. მიიღეთ ის ნედლი სახით ან ჩაამატეთ კერძებში მომზადების დროს.

4. მოერიდეთ სტრესს, ზედმეტად ცხიმიან და მაღალკალორიულ პროდუქტებს, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციას პროვოცირებს. გარდა ამისა, აარიდეთ თავი მზეზე ხანგრძლივი დროით ყოფნას, რადგან ულტრაიისფერ გამოსხივებას მივყავართ ფარისებრი ჯირკვალში კვანძების წარმოქმნამდე.

ეს მარტივი წესები დაგეხმარებათ უმნიშვნელოვანესი ორგანოსთვის, ფარისებრი ჯირკვლისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!