პრეპარატების მიღების ნაცვლად, ფარისებრ ჯირკვალს ასე ვუმკურნალე. შედეგმა ჩემი ექიმიც კი გააოცა.

პრეპარატების მიღების ნაცვლად, ფარისებრ ჯირკვალს ასე ვუმკურნალე. შედეგმა ჩემი ექიმიც კი გააოცა.
ფარისებრი ჯირკვალი - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო, რომლის ფუნქციონირების დარღვევაც უარყოფითად ისახება მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციისას ფერხდება ორგანიზმის ზრდა-განვითარების პროცესი, ირღვევა თავის ტვინისა და გულის ფუნქციონირება, ფერხდება ორგანიზმში მიმდინარე მრავალი ფიზიოლოგიური პროცესი და ა.შ.

სავალალო შედეგების თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია, დროულად ვიზრუნოთ ამ ორგანოს გაჯანსაღებაზე. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად, კვების რაციონის იმ პროდუქტებით გამდიდრებაა, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით იმ ვიტამინებს, მიკროელემენტებსა და ამინომჟავებს, რომელთა დეფიციტს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციამდე მივყავართ.



სასარგებლო პროდუქტები ფარისებრი ჯირკვლისთვის

  1. ვაშლი
    რეგულარულად ვაშლის მირთმევით, თქვენ შეძლებთ ფარისებრი ჯირკვლის დაცვას სიმსივნური უჯრედების ფორმირებისგან. ყოველთვის გახსოვდეთ, ეს უგემრიელელი ნაყოფი უნდა მიირთვათ თავის კანთან და თესლთან ერთად, რადგან სწორედ ისინი შეიცავს ყველაზე დიდი რაოდენობით იოდს, ამინომჟავებს და ვიტამინ B17-ს.

  2. ხურმა
    მოცემული პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს, მაგნიუმს, ნატრიუმს, რკინას, A, C და P ვიტამინებს. თითოეული მინერალი და ვიტამინი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის გამართული ფუნქციონირებისთვის. რეგულარულად ამ ხილის მირთმევით თქვენ ხანმოკლე დროში დააღწევთ თავს ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს დისფუნქციას.



  3. ზღვის კომბოსტო
    გარდა იოდის დიდი შემცველობისა, ეს პროდუქტი შეიცავს 40-მდე ვიტამინსა და ელემენტს, რომლებიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის გამართული ფუნქციონირებისთვის.

  4. ზღვის პროდუქტები
    თუთიის, ვიტამინ B12-ის, იოდისა და სხვა მიკროელემენტების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ზღვის პროდუქტები არაჩვეულებრივია ფარისებრი ჯირკვლის გასაჯანსარებლად.



  5. წითელი თევზი
    შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავა თიროზინს, რომელიც თამაშობს მნიშვნელოვან როლს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზში და წარმოადგენს ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს.

  6. მოცვი
    ეს საოცრად სასარგებლო, გემრიელი და არომატული კენკრა ანტიოქსიდანტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნებრივი წყაროა. ის აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას და არეგულირებს ჰორმონების სინთეზს.



  7. ისპანახი
    მცენარეულ კაროტინოიდებს, რომელთაც ჭარბად შეიცავს ისპანახი, სასარგებლო გავლენა აქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე.

  8. თხილეული
    თხილეულის თითქმის ყველა სახეობა გამდიდრებული იოდით, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის გამართული ფუნქციონირებისთვის. განსაკუთრებით სასარგებლო ყოველდღიურად ნიგვზისა და თაფლის ნარევის მიღებაა. ნარევის დასამზადებლად 3-4 დაქუცმაცებულ ნიგოზს შეურიეთ 1 ს.კ. თაფლი და მიირთვით უზმოზე. მოიქეცით ასე ყოველდღიურად 14 დღის განმავლობაში და საოცარი ცვლილებები თვალსაჩინო იქნება.



თუ თქვენ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციისგან იტანჯებით, მიირთვით ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები მაქსიმალური სიხშირით და შედეგი არ დააყოვნებს. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ღირებული ინფორმაცია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!