იდეალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იდეალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
თუკი მუდმივად წონაში კლების პრობლემა გაქვთ, შესაძლოა ამაში ასტროლოგია დაგეხმაროთ. fpaparazzi გთავაზობთ კვების რაციონს, რომელიც ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს შეესაბამება.

ვერძი
ნებისმიერი აკრძალვა ზოდიაქოს ამ ნიშანში მხოლოდ პროტესტს იწვევს. ამიტომ დიეტა ვერძებისთვის წონის დასაკლებად იდეალური გამოსავალი არ არის. იმის მიუხედავადაც კი, თუკი ვერძმა საჭმელის აკრძალვა დაიწყო, დაკლებას მაინც ვერ შეძლებს, რადგან დიეტის დროს ისეთ ხასიათზე იქნება, ახლობლები და მეგობრები ყოველდღიურად გაანებივრებენ ტკბილეულით მაინც.

კურო
კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულები მუდამ ისეთ დიეტას ირჩევენ, რომელიც ჭამას მინიმალურად კრძალავს. დიეტის დაწყებამდე კურო ათობით კილო ბოსტნეულსა და ხილს ყიდულობს და მთელი დღის განმავლობაში მიირთმევს. მესამე დღეს კი ცდილობს სამი ზომით პატარა ჯინსი მოირგოს, რომელიც ბუნებრივია არ ეტევა. აი აქ კი კუროს ბრაზი პიკს აღწევს, იგი საშოპინგოდ მიდის და მთელს ხელფასს მაღაზიებში ტოვებს.

ტყუპი
ტყუპისთვის დიეტა მთელი რიტუალია, რომელშიც აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულები მისი ახლობლებიც. თუ ტყუპი თქვენი ახლობელია, შესაძლოა სულ მარტივად გთხოვოთ, რომ მასთან ერთად იდიეტოთ, რათა მან თავი დატანჯულად არ იგრძნოს. გირჩევთ, უყოყმანოდ დათანხმდეთ, რადგან ტყუპს დიეტა ზუსტად რამდენიმე საათში მობეზრდება.

კირჩხიბი
კირჩხიბებს დიეტების არ სჯერათ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში დიეტა ვერ დაეხმარება. კიბო ღრმადაა დარწმუნებული, რომ წონის დასაკლებად სწორი კვება იდეალური ვარიანტია, დიეტები კი სულელებისთვისაა მოგონილი.

ლომი
დილით ვარჯიში და რაციონის აკრძალვა ლომისთვის არ არსებობს. თუკი წონაში კლებას გადაწყვეტს, ლომი ერთ კალათა ეგზოტიკურ ხილს ყიდულობს და დარწმუნებულია რომ, სწორედ ეს დაეხმარება ცხიმის დაწვაში.

ქალწული
ქალწულები ამ საკითხს საკმაოდ სერიოზულად უდგებიან და მინიუმ ერთი თვით ადრე დაწვრილებით სწავლობენ ცნობლი დიეტოლოგების მიღწევებს. შემდეგ დაწვრილებით იკვლევენ პროდუქცის შემადგენლობას და იმ უარყოფით შედეგებს, რაც შეიძლება დიეტამ მოუტანოთ.

სასწორი
თითოეულ მომატებულ კილოგრამზე სასწორი მძაფრად რეაგირებს. ისინი ყველაზე სასტიკ დიეტაზეც კი იქნებიან იმისათვის რომ იდეალურად გამოიყურებოდნენ. სასწორი თანახმაა მთელი დანახარჯი სპორტდარბაზში ან იოგას გაკვეთილებში დატოვოს.

მორიელი
სკორპიონის დევიზია- ”დილით კექსი, სადილად კექსი და სექსი, საღამოს კი სექსი”. მორიელი ყოველგვარი ხუმრობის გარეშე თვლის, რომ საუკეთესო პარტნიორზე უკეთესი საშუალება წონის დასაკლებად არ არსებობს.

მშვილდოსანი
მშვილდოსანს დიეტა ისეთ სასოწარკვეთაში აგდებს , რომ ურჩევნია ამ დროს საზოგადოებისგან შორს იყოს. არ გაგიკვირდეთ თუ მან საგზლად წიწიბურას წაღება გადაწყვიტოს და მთებში წავიდეს რამდენიმე დღით. ამ პერიოდში იგი სრულიად ასოცილური ხდება...სამაგიეროდ მართლაც დაკლებული კილოგრამებით დაგიბრუნდებათ.

თხის რქა
ზოდიაქოს ამ ნიშანს შეუძლია დიეტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს წონაში დასკლებად- მათ შეუძლიათ მთელი დღე წყალსა და პურზე გაატარონ. სამაგიეროდ, ღამით რომ მოშივდება, შეუძლია ერთი ქვაბი ბორშჩი ისე მიირთვას, რომ თვალი არ დაახამხამოს. მეორე დილას თხის რქას სინდისი აწუხებს და ისევ წყლის დიეტას იწყებს...საღამოს კი... საბოლოო ჯამში თხის რქა აუცილებლად იკლებს წონაში, თუმცა მხოლოდ ნერვების ხარჯზე.

მერწყული
ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან უკვარს ყველაფრის დროულად კეთება, ამიტომ დიეტასაც მხოლოდ ორშაბათ დილიდან იწყებს. ამ გადაწყვტილებამდე მერწყული უეცრად მიდის- ერთ მშენიერ დღეს აღმოჩენს, რომ ყველა საჭმელი მომწამვლელია, ხოლო ხოლი და ბოსტნეული სახის კანის სილამაზეს უწყობს ხელს.

თევზები
თევზები დიეტის დროს ფიზიკური აქტივობების მოწინააღმდეგეები არიან და მხოლოდ საკვების შეზღუდვით ცდილობენ ზედმეტი კილოგრამების ჩამოშორებას. თევზებს ხშირად ისე უნდათ დაკლება, რომ ერთდროულად სამ დიეტაზე სხდებიან. მაგალითდ დილას შოკოლადის დიეტაზე არიან, ხოლო საღამოს დუკანის. სხვათა შორის, თევზები ერთადერთი ნიშანია, რომელიც ამ ყველაფრის მიუხედავადაც კი იკლებს წონაში.