აი, როგორი დიეტა უხდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს

აი, როგორი დიეტა უხდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს
გაგიკვირდებათ და, დიეტაც ნაწილობრივ ჩვენს ზოდიაქოს ნიშანს ეფუძნება. არსებობს ზოგიერთი თავისებურება, რომლებსაც უნდა მივყვეთ, რათა სწრაფად და სწორად დავიკლოთ წონაში. არსებობს ასეთი მიმდინარეობაც კი, რომელსაც ასტროდიეტოლოგია ეწოდება, რომლის წყალობითაც სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ გაერკვიონ, როგორ უნდა იკვებონ.

ვერძი

ამ ნიშნის წარმომადგენლები იშვიათად იცავენ დიეტებს, ამიტომ აპრიორი არ არიან მიდრეკილნი, რაიმეზე უარი თქვან. თუ ვერძებს წონაში დაკლება სურთ, იწყებენ აქტიურ ვარჯიშს. და მაინც, თუ სწორი კვებით დაკავება გადაწყვიტეთ, ერიდეთ მუქ ხორცს, ვინაიდან იგი ცუდად ზემოქმედებს თქვენს მეტაბოლიზმზე. და აუცილებლად ჩართეთ რაციონში ხილისა და კენკრის ჩაი.

კურო

კუროები მზად არიან, დაიცვან დიეტა, მაგრამ არ არიან მზად, უარი თქვან საჭმელზე. ამიტომ არჩევენ ნაკლებად გემრიელ კერძებს, რომლებიც დაეხმარებათ წონაში დაკლებაში. სინამდვილეში, უნდა შეწყვიტოთ ცომეულის მირთმევა და გადახვიდეთ ხილზე და ბოსტნეულზე. ასევე, შესანიშნავია გვირილის ჩაი.

ტყუპები

ამ ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა იპოვონ მეწყვილე დიეტის დაცვის დროს. მარტოს ამ საქმესთან გამკლავება უჭირთ. წარმატებული დიეტისთვის საჭიროა შეარჩიოთ პროდუქტები, რომლებიც В ვიტამინსა და კალიუმს შეიცავს. მიირთვით რძის პროდუქტები და დალიეთ ნაკლები ყავა.

კირჩხიბი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ სჯერათ დიეტების ეფექტურობის, მაგრამ სწამთ სწორი კვების ეფექტურობის. უნდა მიირთვათ პატარა ულუფები, მაგრამ ხშირად. შესანიშნავია რძის პროდუქტები, სასმელებიდან გირჩევთ მეტ წყალს.

ლომი

აი, ვინ არის მზად წონაში დასაკლებად. ლომები დიეტებსაც იცავენ, სპორტდარბაზსაც სტუმრობენ და თანამედროვე ახალ ტექნოლოგიებსაც იყენებენ. თუ ჭამა გიყვართ, ერიდეთ მძიმე საჭმელს და ალკოჰოლს. მიირთვით მეტი ცილები, ჩირები და ბოსტნეული.

ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენლები წონაში კლების საკითხს მეცნიერულად უდგებიან. გულდასმით ემზადებიან რაციონის შესაცვლელად. განსაკუთრებით სასარგებლოა გრილზე მომზადებული ბოსტნეული. ეცადეთ იკვებოთ რეგულარულად, და არა მაშინ, როცა დროს გამონახავთ.

სასწორი

ძალიან ჩაციკლული ხართ საკუთარ სხეულზე, ამიტომ ზედმეტ კილოგრამსაც კი მტკივნეულად იღებთ. ჯერ ერთი, მოიხმარეთ ნაკლები მარილი, მეორეც - ეცადეთ მიირთვათ А, С, Е ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები. მესამეც - მეტი ხილი და ბოსტნეული!

მორიელი

როდესაც დიეტის დაცვას გადაწყვიტავენ, ამ ნიშნის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სექსუალური ფიზიკური დატვირთვა საუკეთესო გამოსავალია. მაგრამ მაინც დავუბრუნდეთ კვების საკითხს. ეცადეთ მირთვათ პატარა ულუფები ხშირ-ხშირად. მიირთვით მეტი სტაფილო, გოგრა, ბრინჯი და თალგამი.

მშვილდოსანი

ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ყველაზე იოლია დიეტის დაცვა, თუ ისეთ ადგილებს აარიდებენ თავს, სადაც გემრიელი კერძებია. თუ ზაფხულში გადაწყვიტეთ გახდომა, მიირთვით ატამი, გარგარი, ფინიკები. მიირთვით სალათები ბევრი მწვანილით და გადადით ზეითუნის ზეთზე.

თხის რქა

აი, ვინ იცავს იოლად დიეტებს, ამასთან სხვებს განიკითხავს, რომ არ შეუძლიათ ამის გაკეთება. მაშ ასე, საკვებში ნუ შეიზღუდავთ თავს სუნელებში. მიირთვით რძის პროდუქტები და ბოსტნეული. უარი თქვით შემწვარზე!

მერწყული


თუ მერწყულმა დიეტის დაცვა გადაწყვიტა, ამას იოლად გააკეთებს. მიირთვით ნაკლები ცომეული და ტკბილეული. მიირთვით წიწიბურა და მეტი ხილი.

თევზები


ამ ნიშნის წარმომადგენლებს სწამთ დიეტის ძალის, ამიტომ მუდამ ექსპერიმენტებს ატარებენ. თქვენთვის სასარგებლოა გრილზე მომზადებული ბოსტნეული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ შემწვარი საკვები და ტკბილი სასმელები. დალიეთ დღეშიმხოლოდ ერთი ჭიქა ყავა.