როგორ გავიჯანსაღოთ და გავიზარდოთ ფრჩხილები 7 დღეში. 100%-ით ნატურალური ფორმულა

როგორ გავიჯანსაღოთ და გავიზარდოთ ფრჩხილები 7 დღეში. 100%-ით ნატურალური ფორმულა
ქალბატონების უმრავლესობა გრძელ, ლამაზ და მოვლილ ფრჩხილებზე ოცნებობს. სამწუხაროდ, მავნე ჩვევებისა და ცუდი კვების შედეგად ამ ოცნების მიღწევა არც თუ ისე მარტივ მისიას წარმოადგენს. არ ინერვიულოთ, რადგან ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გასწავლით რამდენიმე გასაოცარ მეთოდს, თუ როგორ გავიზარდოთ ფრჩხილები ხანმოკლე დროში და გავაჯანსაღოთ ისინი.

1. გაიკეთეთ დაძინების წინ კუტიკულის მასაჟი, რათა დააჩქაროთ ფრჩხილების ზრდის პროცესი (ამ მასაჟის შესრულების ტექნიკას დეტალურად იხილავთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში).

2. მოქნილობის მინიჭება თითებისთვის (შესრულების ტექნიკას დეტალურად იხილავთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში).

3. უკან მიწოლა ნუნებზე (შესრულების ტექნიკას დეტალურად იხილავთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში).

4. კუტიკულის დატენიანება. ამ მიზნისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი დამატენიანებელი კრემი.

5. ფრჩხილების გაქლიბვა. თუ გსურთ, რომ თქვენი ფრჩხილები ლამაზად გამოიყურებოდეს, მათი ფორმა უნდა იმეორებდეს კუტიკულის ფორმას.

6. ლაქის სოწრად შერჩევა. მიანიჭეთ უპირატესობა კოსმეტიკურ პროდუქტს, რომელიც შეიცავს კალციუმს.

7. ფრჩხილების დატენიანება. იმისთვის, რომ ფრჩხილები ზრდის პროცესში არ დაზიანდეს, გამოიყენეთ სპეციალური დამატენიანებელი ზეთი ან გლიცერინი.

8. არ გამოიყენოთ აცეტონი ლაქის მოსაშორებლად, რადგან ის თქვენს ფრჩხილებს საგრძნობლად აზიანებს. მიანიჭეთ უპირატესობა ზეთზე დამზადებულ საშუალებებს.

ვიდეო, რომელშიც დეტალურადაა ყველაფერი ახნილი:



გაითვალისწინეთ ეს რვა რჩევა, რათა დააჩქაროთ ფრჩხილების ზრდის პროცესი და გააჯანსაღოთ ისინი.