ძველი ინდოეთის არქიტექტურული შედევრი - მიწისქვეშა ჭები


ინდოეთი მოცულია ძველი არქიტექტურული ნაგებობებით, რომლებიც დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ინგრევა. დღესდღეობით მათ არსებობაზე ცოტა ვინმეს თუ აქვს წარმოდგენა, თუმცა მათი შთამბეჭდავი იერსახე თანამედროვე დიზაინერებსაც კი შთააგონებს. ჩვენ დღეს მოგითხრობთ მიწისქვეშა ჭების შესახებ, რომლებიც ნამდვილი მიწისქვეშა ტაძრებივით გამოიყურებიან.

ძველი ინდოეთის არქიტექტურული შედევრი - მიწისქვეშა ჭები

პირველი მიწისქვეშა ჭები, სავარაუდოდ, ჩ.წ.ა. მე-4 საუკუნეში ააშენეს, გრუნტული წყალთან წვდომის უზრუნველსაყოფად. მათ ისეთ ადგილებში აშენებდნენ, სადაც მშრალი კლიმატია და წვიმა მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში მოდის. განსაკუთრებით ფასეული გახლდათ გუჯარათისა და რაჯასტანის შტატების მიწისქვეშა ჭები.

ძველი ინდოეთის არქიტექტურული შედევრი - მიწისქვეშა ჭები

წყლის გარდა, ისინი ერთგვარი ოაზისების როლს ასრულებდნენ დაღლილი მოგზაურებისთვის - მიწისქვეშა ჭები გასაგრილებლად და დასასვენებლად შესანიშნავი ადგილი გახლდათ. მასიური მიწისქვეშა ოაზისები (მათ ასევე ”ბაორი” ეწოდებოდა) სხვადასხვა არქიტექტურულ სტილშია შესრულებული.

ძველი ინდოეთის არქიტექტურული შედევრი - მიწისქვეშა ჭები

ჭების უმეტესობა ინდუისტური ტაძრებისა და სულიერი განწმენდის ადგილის როლს ასრულებდა. 1864 წელს ფრანგმა მწერალმა, ფოტოგრაფმა და მოგზაურმა, ლუი რუსელემ ასე აღწერა მიწისქვეშა ჭები: ”დიდი ტაძრები, რომლებიც მიწისქვეშ მიდის, და რომლის წყლის ზედაპირი დაფარულია ლოტოსებითა და ათასობით ლამაზი ფრინველებით”.

ძველი ინდოეთის არქიტექტურული შედევრი - მიწისქვეშა ჭები

მიწისქვეშა წყლები თანდათანობით გამოცარიელდა ბრიტანული მმართველობის პერიოდში, ვინაიდან ევროპელებმა შემოიტანეს ახალი ტექნოლოგიები, რომლებმაც გააიოლეს წყალთან წვდომა. ჭები არაჰიგიენურად მიიჩნიეს და ზოგიერთი გაანადგურეს კიდეც.

ძველი ინდოეთის არქიტექტურული შედევრი - მიწისქვეშა ჭები

2016 წლის დასაწყისში, როდესაც ჩიკაგოელმა ჟურნალისტმა, ვიქტორია ლაუმანმა ინდოეთში სტუმრობისას ეს უნიკალური ჭები აღმოაჩინა, იმდენად აღფრთოვანდა, რომ 120-ზე მეტი შენარჩუნებული მსგავსი ჭა შემოიარა და მოგზაურობების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ამით შეეცადა, უძველესი ნაგებობებისადმი ინტერესი გაეზარდა. ასევე ვიქტორია გეგმავს, გამოსცეს წიგნი და რუკა ინდოეთის ამ ღირშესანიშნაობებზე.

ძველი ინდოეთის არქიტექტურული შედევრი - მიწისქვეშა ჭები

თუ გავითვალისწინებთ ინდოეთის ამჟამინდელ წყლის კრიზისს, მიწისქვეშა ჭების მიმართ ინტერესი გაიზარდა. ხელისუფლებამ გამოაცხადა ძველი რეზერვუარების აღდგენის პროგრამის შესახებ. ინჟინერები არამხოლოდ აღადგენენ უძველეს არქიტექტურულ ნაგებობებს, არამედ, შეიმუშავებენ ახალ მოდულურ რეზერვუარებს წყლის შესაგროვებელად.