სათვალთვალო კამერამ ნეპალში მომხდარი მიწისძვრის პირველი კადრები დააფიქსირა

სათვალთვალო კამერამ ნეპალში მომხდარი მიწისძვრის პირველი კადრები დააფიქსირა
ნეპალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 1500-ს გადააჭარბა. ამის შესახებ უცხოური სააგენტოები ნეპალის სამხედროებზე დაყრდნობით იუწყებიან. დედაქალაქ კატმანდუში 200-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. 1700 ადამიანზე მეტი დაშავებულია.
ქვეყნის ხელისუფლებამ მიწისძვრის გამო ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა.

ნეპალში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს დილით მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ინდოეთში, პაკისტანსა და ბანგლადეშშიც. ბოლო 80 წლის მანძილზე მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა ნეპალში არ მომხდარა.

სტატიის წყარო:palitratv.ge