როგორ მოვიშოროთ აუტანელი სტრიები? თქვენ მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ!

ქალბატონების საკმაოდ დიდ ნაწილს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სტრიები უჩნდება.

დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქცია გთავაზობთ სტრიებთან დაკავშირებულ 5 მითს და ამ პრობლემის გადაჭრის უებარ, ძალზედ ეფექტურ საშუალებას.

მითი №1: სტრიების გაჩენის თავიდან არიდება შეუძლებელია.

ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება. დაიტენიანეთ კანი რეგულარულად, რათა შეძლოთ ამ უსიამოვნო მოვლენის თავიდან არიდება.

მითი №2: გამხდრებს სტრიები არ უჩნდებათ.

ჭარბი წონა ამ მოვლენასთან არანაირ კავშირშია. როგორც წესი, სტრიების გაჩენის მიზეზს ორსულობა, სექსობრივი მომწიფება, ცხიმის სწრაფი დაგროვება ან გაქრობა წარმოადგენს.

მითი №3: გახდომის შედეგად სტრიები ქრება.

სინამდვილეში, წონის დაკლებისას, განსაკუთრებით კი სწრაფი გახდომისას, სტრიები უფრო შესამჩნევი ხდება.

იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ ეს უსიამოვნო მოვლენა, არ დაიკლოთ კვირაში 1 კილოგრამზე მეტი.

მითი №4: დროთა განმავლობაში სტრიები თავისით ქრება.

სინამდვილეში, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ სტრიები შეიძლება მართლაც გაქრეს, თუმცა საკუთარი თავის სწორი მოვლის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ ამ პროცესის დაჩქარებას.

გაამდიდრეთ კვების რაციონი ისეთი პროდუქტებით, რომლებიც მდიდარია A და E ვიტამინებით. ისინი სძენს კანს ელასტიურობას და ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას.

მითი №5: სტრიები მხოლოდ ქალბატონებს უჩნდებათ.

ეს ასე არ არის! მართალია, უფრო დიდი სიხშირით ეს მოვლენა ქალბატონებში იჩენს თავს, თუმცა არც მამაკაცები არიან დაზღვეულნი ამ პრობლემისგან.

2 ინგრედიენტისგან შემდგარი რეცეპტი, რომელიც სტრიების გაქრობაში დაგეხმარებათ:

როგორ მოვიშოროთ აუტანელი სტრიები? თქვენ მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ!

სახლის პირობებში მომზადებული ეს გელი დაგეხმარებათ სტრიების, ასაკობრივი ლაქების, აკნეს, მზის დამწვრობის და ნაწიბურების მოშორებაში. მის მოსამზადებლად თქვენ მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ.

ალბათ არაერთხელ გსმენიათ ალოე ვერასა და ქოქოსის ზეთის სამკურნალო თვისებების შესახებ. წარმოგიდგენიათ, თუ რამდენად ეფექტურია ამ ორი საშუალების კომბინაციით მიღებული კრემი კანთან დაკავშირებული პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად?

ამ ორ სასწაულმოქმედ საშუალებას, როგორც წესი, სხეულისთვის განკუთვნილ ლოსიონებში ამატებენ.

ალოე ვერას გასაოცარი თვისებები:
  • მზის დამწვრობის განკურნება;
  • კანის გაღიზიანებადობისა და ალერგიის ჩახშობა;
  • სტრიების, ნაწიბურების, ასაკობრივი ლაქების, გამონაყრის გაქრობა;
  • კანის დატენიანება და გაახალგაზრდავება;

ქოქოსის ზეთის გასაოცარი თვისებები:

  • კანის ნატურალური დამატენიანებელი, რომელიც აფერხებს დაბერების პროცესს;
  • უნიკალური ლოსიონი მშრალი კანისთვის;
  • ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალება;
  • ანიჭებს კანს სილამაზესა და ბზინვარებას;

სასწაულმოქმედი გელის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1/3 ჭიქა ალოე ვერას სუფთა გელი და არა მისი წვენი;
  • 1/2 ჭიქა ქოქოსის ზეთი;
  • ეთერზეთი გემოვნებით (ლავანდის, ვანილის ან ვარდის);

მომზადება:

1. მოათავსეთ ალოე ვერას გელი და ქოქოსის ზეთი ერთ ჭურჭელში და კარგად აურიეთ.
2. ურიეთ ნარევს 5-10 წუთის განმავლობაში, სანამ არ მიიღებთ ღია ფერის კრემს. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაამატეთ მასში რამდენიმე წვეთი საყვარელი ეთერზეთი.
3. გადაიტანეთ თქვენ მიერ მომზადებული გელი მინის ქილაში, მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოყენება:

დაიტანეთ ეს გელი სხეულზე ისე, როგორც დაგაქვთ ნებისმიერი სახის ლოსიონი. მეტი ეფექტურობისთვის, გამოიყენეთ ეს საშუალება შხაპის მიღების შემდეგ, რადგან ამ დროს კანის ფორები გახსნილი და დარბილებულია.

არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!