რატომ ჩნდებიან სტრიები და როგორ შეიძლება მათი მოშრება სახლის პირობებში!
კანის მიკროტრამვებმა ან ზედმეტმა დაჭიმულობამ შესაძლოა კვალი დატოვოს: ვიწრო ზოლების, ზოგჯერ კი ნაჩეხების სახითაც კი. ეს დაჭიმულობის წარმოქმნის სიმფტომებია, რასაც სამედიცინო ენაზე სტრიებს უწოდებენ. მაშინ, როდესაც დაჭიმულობა პირველად ჩნდება მას ახასიათებს ინტენსიური წითელი-იისფერი ფერი, შემდეგ კი ის უფერულდება. სტრიები ხშირად ჩნდება ბარძაყებზე, დუნდულებზე, მხრებზე, მუცელზე და მკერდზე. სამწუხაროდ მათი გაქრობა თავისთავად არ ხდება. რა საშუალებები შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად? ამ კითხვაზე პასუხი შეგიძლიათ წაიკითხოთ FPAPARAZZI ს რედაქციის მიერ მომზადებულ სტატიაში.
სტრიების წარმოქმნის მიზეზები
სანამ სტრიების მკურნალობას შეუდგებოდეთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ მათი წარმოქმნის მიზეზები. სტრიები შესაძლოა უკავშირდებოდეს:
სტრიების მკურნალობა
ჩვენ განვიხილავთ სტრიების მოშორების მეთოდებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ დაიბრუნოთ კანის ჯანმრთელობა. ახალგაზრდა, ხალწარმოქმნილი სტრიები შეგიძლიათ მოიშოროთ ტრეტინოინის შემცველი კრემებით და მალამოებით, ის კანის უჯრედებში აღმდგენ კოლაგენს წარმოადგენს. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ასეთი პრეპარატების ეფექტი სტრიების წარმოქმნიდან 6 დღის მანძილზე შეგიძლიათ მიიღოთ.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ტრეტინონის შემცველი პრეპარატების გამოყენება აკრძალულია ორსულთათვის, რადგან გავლენა რომელსაც ის ნაყოფზე ახდენს ბოლომდე შესწავლილი არ არის.
ახალწარმოქმნილი სტრიების მკურნალობისას ხშირად გამოიყენება ლაზერული თერაპია, მისი დახმარებით ხდება კოლაგნისა და ელასტინის აჩქარება, უმჯობესდება კანის სტრუქტურა.თერაპტია მაღალი ინტენსივობის სინათლის ლოკალური დასხივებებით ხორციელდება კანის ზედა ფენებზე და არ აზიანებს ქრომოფორებს ღმა დერმისში.
ძველი სტრიების სამკურნალოდ (6 თვე ან მეტი) არსებობენ ბევრად უფრო სერიოზული მეთოდები. ეს შეიძლება იყოს მიკროდერმაბრაზია, რაც მიკროკრისტალების დახმარებით კანის გაპრიალებას გულისხმობს. ასეთი პროცედურა ზემოქმედებს კანის ზედა ფენაზე და ხელს უწობს ახალი სწორი ფენის წარმოქმნას.
ექსიმერული ლაზერი გამოიყენება სტრიების ზონაში მელანინის გასაზრდელად, რაც სტრიების გაუფერულებას იწვევს.
ასევე შესაძლებელია ახალგაზრდა ან უფრო ძველი სტრიების ქიმიური პილინგით მოშორება გლიკოლის მჟავის გამოყენებით. ამ შემთხვევაში სპეციალისტი წმენდს კანის არეს და უსმევს მას სპეციალურ შემადგენლობას, რომელიც ინტენსიურად ზემოქმედებს ეპიდერმისზე, რაც თავის მხრივ კანის ამ არის რეგენერაციას პროვოცირებს.
სახლის პირობებში სტრიებთან საბრძოლველად თქვენ დაგეხმარებათ კაკოს ზეთის, კარიტეს ზეთის და E ვიტამინის შემველი კრემები. ის დაარბილებს კანს, მიანიჭებს თანაბარ ფერს. სახლის პირობებში გამოსაყენებელ სხვა საშუალებებს მიეკუთვნება ზეითუნის და აბუსალათინის ზეთი, ხილის მჟავები, წყალმცენარეებით შეხვევა და სხვა სამედიცინო მცენარეები.
სტრიების შემცირება და ნაკლებად შესამჩნევობას შეგვიძლია მივაღწიოთ კრემების, პილინგის და სხვა კოსმეტიკური პროცედურების დახმარებით, იმ შემთხვევაში თუ დროულად მიმართავთ მკურნალობას. სამწუხაროდ ღრმა სტრიების მოშორება სახლის პირობებში, ხშირ შემთხვაში შეუძლებელია.

- ორსულობას
- წონის სწრაფ მატებას ან კლებას
- კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივ მკურნალობას
- სიმაღლის სწრაფ მატებას, მოზარდთა ასაკში
- კუნთოვანი სისტემის სწრაფ ზრდასთან, განსაკუთრებით ხელებსა და ფეხებზე
- გენეტიკური დარღვევებით, კერძოდ კი მარფანის სინდრომით ან ალერს-დანლოსას სინდრომით.
- სტეროიდების ხანგრძლივი მიღებით.