დაიტანეთ ქოქოსის ზეთი სახეზე ყოველდღიურად და შედეგით გაოცდებით! არანაირი ნაოჭები

დაიტანეთ ქოქოსის ზეთი სახეზე ყოველდღიურად და შედეგით გაოცდებით! არანაირი ნაოჭები
უამრავი ადამიანისთვის ქოქოსის ზეთი შეუცვლელი პროდუქტია სამზარეულოში, თუმცა ამ უნივერსალური საშუალების შესაძლებლობები მხოლოდ კულინარიული შედევრების შექმნით არ შემოიფარგლება.

რა არის ქოქოსის ზეთი?

ტრადიციონალურ კულტურებში ქოქოსის პალმა იმდენად ფასობს, რომ მას ''სიცოცხლის ხედ'' მოიხსენიებენ.

ეს უნიკალური პროდუქტი მდიდარია გაჯერებული ცხიმებით და შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ E_ს, რომელიც, როგორც ცნობილია, იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან.

რამდენად კარგია ქოქოსის ზეთი ჩვენი კანისთვის?

ცხიმების მაღალი შემცველობის წყალობით, ეს პროდუქტი აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ამცირებს გამონაყარს და აშუშებს ჭრილობებს. ქოქოსის ზეთისთვის ასევე დამახასიათებელია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რის გამოც მას ხშირად გამოიყენებენ კანის დაავადებების განსაკურნებლად.

თქვენი კვების რაციონიდან და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ქოქოსის ზეთის გამოყენების შემდეგ გამონაყარი შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს, რადგან ამ გზით, ამ უნიკალურ საშუალებას ორგანიზმიდან ტოქსინები და წიდები გამოჰყავს.

ნუ ნერვიულობთ, ხანმოკლე დროში გამონაყარი მთლიანად გაქრება და თქვენი კანი უფრო გლუვი გახდება. დარწმუნდით, რომ სწორად იკვებებით!

როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ზეთი?

გთავაზობთ ძალზედ მარტივ მეთოდს, რომლის გამოყენების შემდეგაც ეფექტური ცვლილებები გარანტირებულია. ხანომკლე დროში თქვენ საკუთარი ლამაზი, კაშკაშა და სუფთა სახის კანით იამაყებთ!

1. ყოველ დილას და საღამოს ჩამოიბანეთ სახე უბრალო წყლით და ოდნავ შეიშრეთ.

2. უკეთესი ეფექტის მისაღებად, დაიტანეთ სახეზე ასკილის ზეთი შემდეგ სტადიაზე გადასვლამდე (არ არის აუცილებელი).

3. დაიწვეთეთ საჩვენებელი თითის ბალიშზე მცირე რაოდენობით ქოქოსის ზეთი და ფრთხილად გაინაწილეთ მთელ სახეზე. კარგი ხარისხის ქოქოსის ზეთი ფლობს ქოქოსის გასაოცარ არომატს.

გამოიყენეთ ეს უნიკალური საშუალება და ხანმოკლე დროში ყველა მეგობარს თქვენი ლამაზი სახის კანის შეშურდება!