ბაზა მაკიაჟის ქვეშ: 6 საიდუმლო ხრიკი

ბაზა მაკიაჟის ქვეშ: 6 საიდუმლო ხრიკი
ბაზა მაკიაჟის ქვეშ- შეუცვლელი საშუალებაა განუმეორებელი იერის შესაქმნელად. FPAPARAZZI შეეცდება გაგიმხილოთ პრაიმერის გამოყენების რამოდენიმე საიდუმლო.


1. შეარჩიეთ ფერები სწორედ
პრაიმერები მაკიაჟის ქვეშ, ისევე როგორც კონსილიერები იყოფიან ფერებად - ყველა მათგანს განსხვავებული მახასიათებლები აქვს. მაგალითად ვარდისფერი კანს ლამაზ ბზინვარებას ჰმატებს, მეწამული აუმჯობესებს კანის ფერს და ახდენს სიყვითლის ნეიტრალიზებას, მწვანე ახდენს სახეზე სიწითლეების ნეიტრალიზებას, ხოლო სტაფილოსფერი მუქ კანს უხდება და თვალის ქვევით ჩაშავებების კორექციისთვის გამოიყენება.

2. ნუ გადააჭარბებთ
ჩვენ შეიძლება გადაჭარბება ბაზის შექმნაშიც მოგვივიდეს. თუკი ჩვენ ზედმეტი მოგვივა, მაშინ ის სახეზე ჩამოირეცხება და მაკიაჟს გაგიფუჭებთ. იმისათვის, რომ კარგად გაასწოროთ კანი და დამალოთ ნაკლები თქვენ პრაიმის ერთი ბარდის ზომის წვეთიც გეყოფათ


3. წაისვით თვალებს ქვევით
ნუ მოერიდებით მაკიაჟისთვის საფუძველის მომზადებას თვალების ირგვლივ. ამგვარად თქვენ ერთდოულად რამოდენიმე პრობლემას მოაგვარებთ: კოსმეტიკის ნაოჭებში დაგროვებას, ნაკეცებისა და წითელი ლაქების გამოჩენას.


4. დაიტანეთ წამწამებზე
კლასიკური მაკიაჟის საფუძვლის პარალელურად, არსებობს ტუშქვემოთ მოსამზადებელი ბაზებიც. ისინი წამწამებს სიგრძესა და მოცულობას მატებენ, ასევე აძლიერებენ მათ და აუმჯობესებენ ტუშის მდგრადობას. როგორც წესი პრაიმერების ასეთი სახეობები შეიცავენ E ვიტამინს ან გლიცერინს, რომლითაც წამწამებს უვლიან.


5. დაიტანეთ ტუჩებზე
თუკი თქვენი ტუჩსაცხი ტუჩის ნაკეცებში გროვდება, მისი გამოყენების წინ წაისვით სპეციალური ბაზა ტუჩების მაკიაჟისთვის. თუკი სპეციალურად თუჩებისთვის განკუთვნილ პრაიმერს ვერ მოიძიებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სახის კანისთვის განკუთვნილი საშუალებაც.

6. დაიცავით ფორმულა
დაიმახსოვრეთ იდეალური მეიქაფის ფორმულა: ბაზა მაკიაჟის ქვეშ - თხევადი ტონალური საშუალება - გამჭვირვალე პუდრა. უკანასკნელი შეექმნილი იმისათვის, რომ შეიწოვოს სისველე და ცხიმი შენი სახიდან გააუმჯობესოს კოსმეტიკის მდგრადობა.