5 Beauty-შეცდომა, რომელიც ასაკს გმატებთ

5 Beauty-შეცდომა, რომელიც ასაკს გმატებთ
ყველა ქალს სურს, ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს - ეს საიდუმლო არ არის. თუნდაც 23 წლის იყოთ, მორიგი ღამის წვეულება დილითვე აისახება კანის ფერზე და თვალის ირგვლივ შავი წრეები ჩნდება.

გთავაზობთ პროფესიონალური ვიზაჟისტების რჩევებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ არ გსურთ, მაკიაჟმა და კოსმეტიკამ რამდენიმე წელი მოგიმატოთ.

არასაკმარისი დატენიანება

სანამ პირველი ნაოჭების გამო პანიკაში ჩავარდებით, გაიხსენეთ, რომ ისინი კანის არასაკმარისი დატენიანების გამო ჩნდება. ”პირველ ნაოჭებს კარგი დამატენიანებელი საშუალება გააქრობს. წაისვით ბალზამი შრატის ზემოთ, დამატებითი დატენიანების მისაღებად, და უკვე შემდეგ შეუდექით ტონალური საცხის წასმას” - ამბობს Bobbi Brown-ის მთავარი ვიზაჟისტი.ან დაუმატეთ 2 წვეთი შრატი გიალურონის მჟავით ტონალურ საშუალებას - ამ გზით მიიღებთ ღრმა დატენიანებას ხალგრძლივი დროის განმავლობაში.

პიგმენტაციის უგულებელყოფა

ნაოჭების გარდა, ასაკს პიგმენტაციაც გასცემს. ”ასაკობრივი ლაქები, როგორც წესი, უფრო მუქია. ამიტომ ტონალური საცხის წასმამდე გამოიყენეთ მოყვითალო ელფერის კორექტორი - ამბობს Benefit Cosmetics-ის ვიზაჟისტი ლიზა პოტერ-დიქსონი. - ეს დაგეხმარებათ ფერის სიღრმის მოცილებაში და სახის კანის ფერის გათანაბრებაში”.

ზედმეტი ტონალური

პუდრის ტექსტურები ხაზს უსვამენ ნაოჭებს და სახეს ვიზუალურად აბრტყელებენ. მყარი ტონალურის ნაცვლად გამოიყენეთ მსუბუქი მატონირებელი საშუალებები მოვლის კომპონენტებით. პოტერ-დიქსონი გვირჩევს, ტონალურ საცხს დავუმატოთ ცოტაოდენი თხევადი ჰაილაითერი, ეს მბრწყინავი კანის ეფექტს იძლევა.

კონტურინგის არქონა

დაივიწყეთ ინსტაგრამის ვარსკვლავი გოგონები კონტურინგით! ჩვენ ვსაუბრობთ მსუბუქ კონტურინგზე, რომელიც ვიზუალურად გაზრდის სახის მოცულოას. ”გამოიყენეთ თხევადი ბრონზერი ან ერთი ტონით მუქი ტონალური საცხი და წაისვით ყვრიმალების ქვეშ ძვლებზე - კონტური რბილი გამოვა”, - გვირჩევს Urban Decay-ს ვიზაჟისტი დენიელ რობერტსი.

რუჟის უგულებელყოფა


ცოტაოდენი რუჟი - და სახე გახალისდება. ატმისფერი რუჟი მუდამ მომგებიანია: მას მსუბუქი ელფერი აქვს და მთლიანი მაკიაჟის აქცენტი მასზე არ გადადის.

ზედმეტი მაკიაჟი

რაც ნაკლები - მით უკეთესი - განსაკუთრებით ეს თვალის მაკიაჟს ეხება. შჳმერული ტექსტურები და ძალიან მუქი თვალის ჩრდილები ძალიან პატარა ნაოჭებსაც კი ხაზს გაუსვამს. უმჯობესია, გამოჰყოთ წარბები და დაიხატოთ პატარა ისრები. საფინალო შტრიხი - უფერო ბალზამი ტუჩებზე.