წაბლის ნაყენის ჯადოსნური თვისებები

წაბლის ნაყენის ჯადოსნური თვისებები
ეს საშუალება ახდენს სისხლძარღვების ტონიზირებას, ავიწროებს კაპილარებს, აძლიერებს ვენურ სისხლის მიმოქცევას, ათხელებს სისხლს.
ორგანიზმზე ასეთი ზეგავლენის წყალბით წაბლის ნაყენი სიხლძარღვთა სისტემის ნამდვილი დამცველია სხვადასხვა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებისაგან.
ასევე წაბლის ნაყენი:
  • ანორმალიზებს ქოლესტერინის დონეს
  • აქვს ანთებისაწინააღმდეგო და ტკვილიგამაყუჩებელი მახასიათებლები


წაბლის ნაყენის გამოყენება:
უნდა გავითვალისწინოთ ის გავლენა რასაც წაბლის ნაყენი მთელს ორგანიზმზე ახდენს, ის შეიძლება გამოვიყენოთ სერიოზული პათოლოგიების სამკურნალოდ, ისეთების როგორიცაა ვენების ვარიკოზული გაფართოება. ამასთანავე სხვა პრეპარატებთან ერთად ნაყენი კურნავს ბუასილს, პროსტატიტს და ტროფიკულ წყლულებს.


წაბლის ნაყენის რეცეპტი №1
სახალხო მკურნალების სიტყვებით, მეტი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის წაბლის ყავისფერი ქერქის ნაყენს. იმისათვის, რომ ის დავამზადოთ საკმარისია ავიღოთ 50 გრამი დაფქული ქერქი, დავასხათ მას ერთი ბოთლი არაყი, დავხუფოთ ჭურჭელი და გავაჩეროთ 2 კვირა სიბნელეში, ამ პერიოდში აუცილებელია პერიოდულად შევანჯღრიოთ ნაყენი. გაფილტვრის შემდეგ კი შეგვიძლია ის წამლის სახით გამოვიყენოთ 30 წვეთის ოდენობით 3 ჯერ დღეში, ჭამის წინ. ერთი კვირის შემდეგ მიზანშეწონილია გავზარდოთ რაოდენობა და მივიღოთ 4 ჯერ დღეში და გავაგრძელოთ თერაპია კიდევ ნახევარი თვე.

დალევის ხერხის გარდა, ასეთი ნაყენი შეგვიძლია გამოვიყენოთ დასაზელადაც თრომბოფლებიტის დროს, ან სახსრების ტკივილისას კომპრესების სახით, რომელიც უნდა დაიდოთ სხეულზე მტკივან ადგილებზე ან ანთებით ვენებზე 3 ჯერ დღეში. ამასთანავე ამ მიზნებისთვის გამოყენებისთვის აუცილებელია ნაყენი წყალთან გავაზავოთ (თანაბარი პროპორციით), რის შემდეგაც გაჟღინთავთ ოთხად დაკეცილ ბინტს და დაიდებთ რამოდენიმე საათით მტკივან ადგილას.

წაბლის ნაყენის რეცეპტი №2
ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ მწიფე წაბლი თავის ქერქით, მიღებული მასის 300 გრამი უნდა მოათავსოთ მინის ჭურჭელში და დავასხათ 700 მილილიტრი არაყი, ჰერმეტულად დავხუროთ და შევინახოთ სიცივეში ერთი კვირით. ეს ნაყენი უნდა მიიღოთ დილით და საღამოს ერთი სუფრის კოვზის ოდენობით, ერთი თვის განმავლობაში. ასეთი ნაყენი დაგეხმარებათ თრომბოფლებიტის, ვარიკოზის, ბუასილის და ამრილების დაგროვების შემთხვევაში.

წაბლის ნაყენის რეცეპტი №3
ამ ნაყენის დასამზადებლად არა მხოლოდ ამ მცენარის ნაყოფი არამედ მისი ყვავილიც გამოიყენება. მოაგროვეთ 20 გრამი ყვავილი და დაასხით მას 500მილიგრამი არაყი, შემდეგ შეინახეთ დახუფულ ჭურჭელში 14 დღე. მზა ხალხური საშუალება გამოგადგებათ კანის დასაზელად ვარიკოზული და სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას.

წაბლის ნაყენის უკუჩვენებები
ყველა დადებითი მახასიათებლის პარალელურად რაც არაყზე დაყენებულ წაბლს გააჩნია, მას უკუჩვენებებიც გააჩნია. მისი გამოყენება აკრძალუალია მათვის ვისაც გართულებული გასტრიტი, მოდუნებული ყაბზობა, ღვიძლის და თირკმელის დაავადებები აქვთ. ასევე ორსულებს, მეძუძურ დედებს, ასევე ქალბატონებს დაღვეული მენსტრუალური ციკლით. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ნაყენის გამოყენების წინ ღირს კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.