ბავშვის სქესის განსაზღვრის 8 ძალზედ უცნაური მეთოდი, რომლითაც ჩვენი დიდი ბებიები სარგებლობდნენ
ბავშვის სქესის განსაზღვრის 8 ძალზედ უცნაური მეთოდი, რომლითაც ჩვენი დიდი ბებიები სარგებლობდნენ:
1. ბავშვის სქესის დაგეგმვის მეთოდები შუასაუკუნეებში
მე-15 საუკუნის მიწურულისთვის არსებობდა ბავშვის სქესის დაგეგმვის უამრავი მთეოდი. მაგალითად, ფრანგულ ტრაქტატში ''Distaff gospels'' მამაკაცებს, ბიჭის ჩასახვის სურვილის შემთხვევაში, ურჩევდნენ სქესობრივი აქტის დროს სახით აღმოსავლეთისკენ ყოფილიყვნენ მიმართულები. ასევე, არსებობდა მოსაზრება, რომ სიყვარულით დაკავება დილის საათებში ბიჭის ჩასახვას განაპირობებდა, ხოლო საღამოს, ან ღამის საათებში - გოგოს ჩასახვას. შუასაუკუნეების სხვა წყაროს რეკომენდაციით ბიჭის დაბადებას განაპირობებდა სქესობრივ აქტამდე წითელი ღვინის დაგემოვნება, რომელსაც დამატებული ჰქონდა გამომშრალი და გახეხილი კურდღლის საშვილოსნო.
მოგვიანებით, წარმოიშვა სქესის დაგეგმვის სამეცნიერო მეთოდი. ითვლებოდა, რომ X- ქრომოსომის მატარებელი სპერმატოზოიდები გადაადგილდება უფრო სწრაფად, ვიდრე Y-ქრომოსომის შემცველი სპერმატოზოიდები. თუ წყვილს სურდა ბიჭის ჩასახვა, მათ ურჩევდნენ სქესობრივი აქტით დაკავებას რაც შეიძლება ახლოს ოვულაციის დაწყებასთან, ხოლო გოგონას ჩასახვის სურვილის შემთხვევაში - 3-4 დრით ადრე ოვულაციამდე. გარდა ამისა, შუასაუკუნეებში არსებობდა უილანის მეთოდი, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგებოდა ამ მეთოდს. უილანის მეთოდის არსი შემდეგში მდგომარეობდა: ბიჭის ჩასახვისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ წყვილი სქესობრივი აქტით ოვულაციამდე 4-6 დღით დაკავდებოდა, ხოლო გოგოს ჩასახვისთვის - 2-3 დღით ადრე ოვულაციამდე.
2. სიარულის მანერა
''Distaff gospels''_ის ტრაქტატში ასევე მოხსენიებული იყო, რომ თუ ქალბატონი ორსულობის დროს სიარულს მარჯვენა ფეხით იწყებს, ის ძალიან მალე ბიჭის დედა გახდება, ხოლო მარცხენა ფეხით სიარულის დაწყების შემთხვევაში - გოგოსი. მნიშვნელოვანია ჩასახვის მომენტიც: თუ მამაკაცს და ქალბატონს ნაზი და ალერსიანი სქესობრივი აქტი აკავშირებთ, ისინი აუცილებლად გოგოს მშობლები გახდებიან.
3. ტესტი მარილით
დავუბრუნდეთ კვლავ ''Distaff gospels'': ''თუ ცოლი ფეხმძიმედაა, ხოლო ქმარს შვილის სქესის განსაზღვრა სურს, მან მძინარე ცოლს თავზე მარილი უნდა დააყაროს. როდესაც ქალბატონი გაიღვიძებს, უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ რომელ სახელს დაასახელებს იგი პირველ რიგში. მამაკაცის სახელის დასახელების შემთხვევაში თქვენ ძალიან მალე ბიჭი შეგეძინებათ, ხოლო ქალის სახელის დასახელების შემთხვევაში - გოგო.
4. ჰკითხეთ თავად დედას
''Distaff gospels''_ის ავტორი ირწმუნება, რომ ფეხმძიმე ქალბატონმა თავად იცის ბავშვის სქესი, რომელსაც მუცლით ატარებს. ''The Sun''_ის მიერ შემოთავაზებული უახლოესი კვლევები გვიჩვენებს, რომ გამოკითხული ქალბატონების 71 პროცენტმა ზუსტად გამოიცნო ბავშვის სქესი, რომელსაც ისინი მუცლით ატარებდნენ.
5. გულის რევის შეგრძნება დილით
თუ ყოველ დილას გულის რევის შეგრძნება ქალბატონს ჯერ კიდევ ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში უჩნდება, მაშინ მას გოგონა შეეძინება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დილაობით ღებინების შეგრძნება ორსულობის მე-3 თვეში იჩენს თავს, მაშინ მისი შვილი აუცილებლად ბიჭი იქნება.
6. ჭარბწონიანი მამა
ერთ-ერთი მითის თანახმად, თუ მამა იმატებს წონას ცოლის ორსულობის დროს, მათ აუცილებლად გოგონა შეეძინებათ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა გამოიკვლიეს 100 მომავალი მამა და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, გოგონების მამებმა ცოლის ორსულობის დროს წონაში საგრძნობლად მოიმატეს.
7. ტკბილი თუ მჟავე?
თუ ქალბატონი მუცლით გოგოს ატარებს, ორსულობის დროს იგი მიდრეკილია ტკბილისკენ, ხოლო ბიჭის შემთხვევაში - მჟავე და მარილიანი პროდუქტებისკენ.
8. საქორწინო ბეჭედი
ოქროს ბეჭედით ბავშვის სქესის განსაზღვრა - ყველაზე პოპულარული მითი, რომლისაც ადამიანებს დღესაც სჯერათ. ამ მეთოდის გამოყენების პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: უნდა ჩამოკიდოთ ბეჭედი ძაფზე და მიიტანოთ იგი მუცელთან ახლოს. იმ შემთხვევაში, თუ ბეჭედი წრეზე დაიწყებს ტრიალს, თქვენ გოგონა შეგეძინებათ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბეჭედი აქეთ-იქით იმოძრავებს - თქვენი მომავალი შვილი ბიჭი იქნება.