10 უჩვეულო მეთოდი, თუ როგორ გავიგოთ ბავშვის სქესი ექოსკოპიის გარეშე
როგორც ცნობილია, ბავშვის სქესის დადგენა ექოსკოპიურად ხდება, მაგრამ ზოგიერთი დედა უპირატესობას ხალხურ მეთოდებს ანიჭებს. ალბათ, ხშირად მოგისმენიათ მომავალი დედისგან: „სანამ ექოზე წავიდოდი, უკვე ვიცოდი, რომ გოგო იყო (ან ბიჭი). თურმე ეს სავსებით შესაძლებელი ყოფილა თანაფარდობით 50:50-ზე. გთავაზობთ ამერიკელი ჟურნალისტების მიერ მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით შედგენილ 10 მეთოდს ბავშვის სქესის დასადგენად.
ხასიათი
თუ თქვენ ხართ მშვიდი, გაწონასწორებული ორსული – თქვენს ხსეულში კათილდანწყობილი გოგონა იზრდება. თუ ხართ მუდამ გაღიზიანებული, წვრილმანებზეც გეშლებათ ნერვები და ახლობლებიც კი გაღიზიანებენ – ესე იგი არ გასვენებთ მოუსვენარი ბიჭუნა.
უპირატესობა კვებაში
გემოს შეცვლა ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ორსულობის დროს. ჰორმონალური ფონის ცვლილების გამო ორსულს განსაკუთრებით მოსწონს ან არ მოსწონს ესა თუ ის კერძი/პროდუქტი. თუ გიზიდავთ ტკბილეული – ელოდეთ გოგონას. მარილიანი და მჟავე მოგწონთ? – მაშინ გზაში ბიჭია!
კანის მდგომარეობა
თუ სახეზე პიგმენტური ლაქები გაგიჩნდათ, გაწუხებთ გამონაყარი – ეს ნიშნავს იმას, რომ დედის სილამაზეს პრეტენდენტი გამოუჩნდა და ეს გახლავთ გოგო. ბიჭები ნაკლებად „აუშნოებენ“ დედებს.
სიზმრები
დაგესიზმრათ, რომ ბიჭი გაგიჩნდათ? არ დაუჯეროთ სიზმარს. გამოცდილი დედები გვეუბნებიან, რომ ყველაფერი პირიქითაა.
სარძევე ჯირკვლები
თუ მომავალი დედის მარჯვენა სარძევე ჯირკვალი უფრო დიდია მარცხენაზე, ელოდეთ გოგოს, ხოლო თუ პირიქითაა – ბიჭს.
დაიხედეთ ხელებზე
სთხოვეთ ვინმეს დაგიდგეთ პირისპირ და აჩვენეთ თქვენი ხელები. თქვენი ჟესტი მიუთითებს ბავშვის სქესზე. თუ თქვენ გაშლით ხელებს ხელისგულებით დაბლა, იბადება ბიჭი, ხოლო თუ ამოტრიალებულს აჩვენებთ – გოგო.
ბავშვის ნათქვამიდან გამომდინარე
თუ მომავალ დედასთან სტუმრად მოვა 2-3 წლის ბავშვი და ის გამოხატავს ინტერესს გაბერილი მუცლის მიმართ, დაიბადება გოგონა. თუ ბიჭი უნდა დაიბადოს – მაშინ სტუმარი არანაირ ინტერესს არ გამოიჩენს მომავალი დედის მიმართ.
ქორწინების ბეჭედი
აიღეთ ბეჭედი, გაუყარეთ ძაფი, მიიტანეთ მომავალი დედის მუცელთან ახლოს ისე, რომ ხელი არ გაანძრიოთ. ბეჭდიანი ძაფი დაიწყებს მოძრაობას. თუ წინ და უკან დაიწყო მოძრაობა, მოამზადეთ ოთახი ვარდისფერ ტონებში. ხოლო თუ წრეების ხაზვა დაიწყო, მაშინ – ცისფერი დაგჭირდებათ.
გასაღები
კიდევ ერთი ხალხური მეთოდი: დააგდეთ იატაკზე გასაღები და თვალდახუჭულმა აიღეთ. თუ აღების დროს ხელი მოკიდეთ გასაღების ბოლოს – მოემზადეთ გოგოსთან შესახვედრად, ხოლო თუ მომრგვალებული მხრით აიღეთ – ელოდეთ ბიჭს.
ნიორი
აიღეთ ერთი კბილი ნიორი, გაჭერით და გაისვით კანზე. თუ 2 საათის შემდეგ კანზე ისევ ნივრის სუნი გექნებათ, ე. ი. თქვენ ბიჭის დედა გახდებით. თუ სუნი მთლიანად გაქრა – გოგოსი.
რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი მეთოდები არ არის სამეცნიერო მიღწევა, მაგრამ ისინი საუკუნეების განმავლობაში გადაეცემოდა ქალიდან ქალს. და რაც ყველაზე საინტერესოა, ზოგიერთი მეთოდი მართლაც ამართლებს.