ვაკანსია წიწილების სქესის შემმოწმებელზე - წლიური ანაზღაურება 60 000 დოლარი

ვაკანსია წიწილების სქესის შემმოწმებელზე - წლიური ანაზღაურება 60 000 დოლარი
შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ "წიწილების სქესის დადგენა" რეალური სამსახურია, სადაც წელიწადში 60 000 დოლარს გადაგიხდიან. ამ პოზიციაზე დასაქმებულები მთელი დღე წიწილების უკანა ნაწილს ათვალიერებენ - მათ უნდა დაადგინონ, ისინი მდედრები არიან, თუ მამრები.
შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ მარტივი პროცედურაა, მაგრამ სქესის დადგენა დიდ შრომასთანაა დაკავშირებული. ვიდრე დაასაქმებენ, მსურველები სპეციალურ ტრენინგს გადიან, სადაც სწავლობენ როგორ განსხვავონ წიწილას სასქესო ორგანოს ზომა და ფორმა, რათა დაადგინონ ის მამალი იქნება, თუ დედალი.
მიუხედავად ასეთი ხელფასისა, ვაკანსიებს დიდი გამოხმაურება არ აქვს - ბრიტანეთში ფერმერები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სასურველ კანდიდატს კომფორტი შეუქმნან იმისთვის, რომ კონტრაქტს ხელი მოაწერონ. დასაქმებულებს საათში 800-დან 1 200-მდე წიწილისთვის სქესის დადგენა უწევთ.
სტატიის წყარო:info9.ge