კიანუ რივზის საახალწლო პოსტი: "დაიწყეთ ცხოვრება დღეს!"

კიანუ რივზის საახალწლო პოსტი: "დაიწყეთ ცხოვრება დღეს!"
ბოლო დროს ინტერნეტსივრცე მოიცვა ჰოლივუდის მსახიობის, კიანუ რივზის პოსტმა, რომელიც ვარსკვლავმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წინასაახალწლოდ გამოაქვეყნა.
მოდი, გადავხედოთ ჩვენც მას და კარგად დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე.

"ხედავთ ადამიანებს ჩემ უკან? ყველა სამსახურში გარბის და ირგვლივ ვერაფერს ამჩნევს. ხანდახან ყოველდღიური რუტინა იმდენად გვითრევს, რომ გვავიწყდება, თუნდაც წუთიერად დავტკბეთ სიცოცხლით. ჩვენ ყველა ნელ-ნელა ნამდვილ ზომბებს ვემსგავსებით.

ალბათ, ბევრისთვის არ არის ცნობილი, რომ რამდენიმე
წლის წინ საშინელმა დეპრესიამ მომიცვა. არავისთან არ მისაუბრია აქამდე ამაზე. აუცილებელი იყო, მომეძებნა გზა, დამემარცხებინა ეს საშინელი სენი. და მივხვდი: ადამიანი, რომელიც ხელს მიშლიდა ბედნიერებაში, - ეს თავად მე ვიყავი.

ჩვენ მიერ განვლილი ყოველი დღე შეუფასებელია. მოდი, სათანადოდ შევაფასოთ ეს ფაქტი. არავის გვაქვს იმის გარანტია, რომ ხვალ დადგება, ამიტომაც დაიწყეთ ცხოვრება დღესვე!

იმედი მაქვს, ამ პოსტს გაიზიარებთ, რათა ამ სადღესასწაულო დღეებში მაინც გაჩნდეს მეტი სიყვარული!"
სტატიის წყარო:marao.ge