"ყველას შეყვარებული ჰყავს, მე კი ყურადღებას არ მაქცევენ" - გულწფრელი წერილი, რომელიც თვითშეფასებას აგიმაღლებთ

"ყველას შეყვარებული ჰყავს, მე კი ყურადღებას არ მაქცევენ" - გულწფრელი წერილი, რომელიც თვითშეფასებას აგიმაღლებთ
თქვენს გარშემო ყველას შეყვარებული ჰყავს, თქვენ კი ისევ მარტო ხართ. რატომ ხართ შეუმჩნეველი საპირისპირო სქესისთვის? მგონი დროა, ამ საკითხს მეტი დრო დაუთმოთ. ამაში კი თქვენ ერთი გოგონას წერილი დაგეხმარებათ.


"რას ნიშნავს იყო გოგონა, რომელთან შეხვედრაც არავის სურს?

ბოლო სამმა თვემ ჩემ ცხოვრებაში ბევრი რამე შეცვალა. მე ვისწავლე იმდენი ახალი რამ ჩემ თავზე, რაც აქამდე არ ვიცოდი. თუმცა აქამდე საყვარელ მწერალთან ტელეფონით ჩამორთმეულმა ინტერვიუმ მიმიყვანა. მაშინ როდესაც მის მიერ დაწერილ სტატიაზე ურთიერთობების შესახებ გავესაუბრე და ჩემ შესახებაც მოვუყევი, მან მკითხა - რა გხდით თქვენ ბიჭებისთვის შეუმჩნეველს? მაშინ მე ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა.

ამ ინტერვიუს შემდეგ, სულ მის შეკითხვაზე მეფიქრებოდა. რატომ ვრჩებოდი ყურადღების გარეშე? იყო ეს გარეგნობის ბრალი, საქმე ჩემ გამოუცდელობაში იყო თუ უბრალოდ არასათანადო ბიჭებით ვინტერესდებოდი?

ბოლო პერიოდი თავს ძალიან არასასურველ ადამიანად ვგრძნობდი. ჩემ გარშემო ყველას შეყვარებული ჰყავდა, ყველას თვალები უბრწყინავდა, ჩემ პირად ცხოვრებაში კი არაფერი არ ხდებოდა. თავს შეუმჩნევლად ვგრძნობდი. ერთადერთი რაც შემეძლო მხოლოდ წერა იყო. ყველა ეს განცდა ფურცლებზე გადამქონდა.

სწორადაც ვიქცეოდი. წერილების წერა დამეხმარა თვითდაჯერება გამჩენოდა, არა მხოლოდ სხვებთან და მამაკაცებთან ურთიერთობაში, არამედ საკუთარ თავთან. ეს ეტაპობრივად ხდებოდა. გადავწყვიტე მეტი დრო დამეთმო ახალ ადამიანებთან გაცნობაში, მათთან საუბარსა და ურთიერთობაში. ვიყავი მოტივირებული გამეგო, რა კოდი არ იდო ჩემში ისეთი, რაც სხვა გოგონებს გააჩნდათ?

რატომ ვიყავი მე არასასურველი ბიჭებისთვის? საქმე კი იცით რაში იყო? - სულაც არ ვიყავი არასასურველი. და ხანდახან, როდესაც ამ სიტყვების მეც არ მჯერა ხოლმე, მაინც ზუსტად ვიცი, რომ ვიპოვი მას ვისაც აქამდე ვეძებდი.

ვაღიარებ, რომ დამნაშავე ვიყავი მაშინ, როდესაც ჩემი თავის არ მჯეროდა და თავს სხვებს ვადრიდი - მე არ ვარ სათანადოდ მომხიბვლელი, გამხდარი, საყვარელი, ჭკვიანი და ა.შ. რომ კაცების ყურადღება დავიმსახურო მეთქი. თუმცა ერთადერთი რაც წლების შემდეგ მივხვდი ის არის, რომ თვითდაუჯერებლობა და საკუთარი თავში ეჭვის შეპარვა ძალიან შორს წაგიყვანს. თუ მე თავად ვფიქრობ, რომ რაღაც მაკლია და არ ვარ სრულიად საკმარისი სასურველობისთვის, მაშინ როგორ იფიქრებს ბიჭი ჩემზე იგივეს?

რატომ ვარ არასასურველი? მე ხომ ადრეც მქონია ურთიერთობის გამოცდილება. მე რა, რომ ყველკაფერი კარგად არ დასრულდა. ცხოვრება ხომ დისნეის ფილმები ან ჯონ ლეჯენდის ბალადები არაა?

არასასურველი - ეს არის სიტყვა, რომელიც დაღს გასვამს. ეს სიტყვა მოიცავს წარუმატებულს, შეუყვარებელს, უშნოს, შეუმჩნეველს. თუმცა ამ წერილის დაწერა დამეხმარა გამეანალიზებინა, რომ მე ასეთი არ ვარ. რაც მთავარია, დამანახა რომ სიყვარული სულაც არ არის ის გრძნობა, რომელმაც მე მიმატოვა, ან პირიქით. იფიქრეთ ასე, თუნდაც ამ სიტყვებზე თქვენსავე მნეგობრებსაც კი ეცინებოდეთ. არაუშავს, რომ გინდოდეთ იყოთ სასურველები. ჩვენ ყველა ხომ სიყვარულისგან შევიქმენით. დიახაც, მე მინდა სიყვარული. მინდა მიყვარდეს და ვუყვარდე. არ მაინტერესებს,იქამდე მოვძებნი, სანამ არ აღმოვაჩენ".