ტყუილის ყველაზე გავრცელებული ნიშნები
საერთოდ რაშია საჭირო ტყუილის ნიშნების ცოდნა? საქმე იმაშია, რომ საუბრის პროცესში არსებობს ისეთი ხალხი, რომლებიც არც ისე გულწრფელები არიან, ზოგჯერ კი საერთოდ არ არიან გულწრფელები. სავარაუდოდ ასეთ ხალხთან საუბრისას თქვენ გიჩნდებათ სურვილი იცოდეთ ამბობს თუარა ეს ადამიანი სიმართლეს. ამაში თქვენ დაგეხმარებათ ტყუილის განმასხვავებელი ნიშნები. მაგრამ თავიდანვე შევთანხმდეთ იმაზე, რომ ტყუილის ნიშნები დიდი ალბათობით მეტყველებს მოსაუბრის არაგულწრფელობაზე, მაგრამ ამის ას პროცენტიან გარანტიას არ იძლევა.ამგვარად, ადამიანთან საუბრისას, თქვენ შეძლებთ შეამჩნიოთ ტყუილის ერთი ან რამოდენიმე ნიშანი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მოსაუბრე ტყუის. შეიზლება აღმოჩნდეს, რომ ასეტი ქცევები მისი ჩვევაა და არანერად არ მიუთითებდეს მის გულწრფელობაზე. ამიტომ თუკი ადამიანსი ისეთ ქცევებს შენიშნავთ, რაც თქვენი აზრით ტყუილის ნიშანია, არ არის მიზანშეწონილი ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა. როგოც სახალხო სიბრძნეშია ნათქვამი:"ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით".
ტყუილის ნიშნები იყოფა რო ძირითად კატეგორიად: ვერბალურად და არავერბალურად. არავერბალური თავისმხრივ იყოფა ფიზიოლოგიურად, მიმიკურად და ჟესტიკულაციურად. ტყუილის ნისნები მარტივი ამოსაცნობია ადამიანებში რომელთანაც თქვე მანამდეც გქონიათ ურთიერთობა, ამ შემთხვევაში თქვენთვის ცნობილი იქნება მისი ნორმალური (ბუნებრივი) ქცევები.
ტყუილის ფიზიოლოგიური ნიშნები
პრინციპში, ქვემოთ მოყვანილი ტყუილის ფიზიოლოგიური ნისნები შესაძლოა მხოლოდ მოსაუბრის სტრესული მდგომარეობის მანიშნებელი იყოს. რაც თავისმხრივ შეიძლება ტყუილის მანიშნებელი იყოს, ან ასეთი ქცევა დამახასიათებელი იყოს ამ ადამიანისთვის. დააკვირდით მას კიდევ ცოტახანს და თქვენ შეძლებთ ან დაადასტუროთ მოსაუბრის არაგულწრფელობა (იმ შემთხვევაში თუ აღმოაჩენთ ტყუილის კიდევ ერთ ან რამდენიმე ნიშანს) , ან გააქარწყლოთ თქვენი ეჭვები.
ტყუილის მიმიკური და ჟესტიკულაციური ნიშნები
ტყუილის ვერბალური ნიშნები

- ოფლის წვეთი ზედა ტუჩზე ან შუბლზე
- სიმსრალე პირში
- გუგების დაპატარავება
- მძიმე სუნთქვა
- ღრმა ჩასუნთქვა და ხმაურიანი ამოსუნთქვა
- სახის ფერის შეცვლა (აწიტლება, გაფერმკრთალება ან ლაქები)
- სახის კუნთების ცახცახი
- დაჭიმული ტუჩები ან უსწორმასწორო ღიმილი
- თვალების გახშირებული ხამხამი
- ხმის ვიბრაცია
- ხელებზე დაბურძგვლა
- მთქნარება
- აჩქარებული გულისცემა
- ენის დაბმა (თუ მანამდე ეს არ ახასიათებდა)
- ჩახველება
- ტემბრის, ტონის, ხმის სიმარლის შეცვლა
- ნერწყვის გახშირებული ყლაპვა
ტყუილის მიმიკური და ჟესტიკულაციური ნიშნები
- მუდმივი უწესრიგო მოძრაობა (სიარული, ქანავი და ა.შ)
- აქეთ იქით სიარული
- ხელების, თითების, კისრის, თავის და ა.შ. ფხანვა ან სრესვა
- ხშირი შეხება პირთან, თვალებთან, ყურებთან და განსაკუთრებით ცხვირთან
- ტუჩების ან ფრჩხილების კვნეტა
- მცდელობა არ უყუროს თვალებში ან პირიქით მუდმივად თვალებში ყურება
- წარბების შეკვრა (მოჭმუხნული)
- ფეხების სხვადასხვა გაუმართლებელი მოძრაობები (ქანავი, კანკალი, კაკუნი, ფეხის-ფეხზე გადადება)
- ფეხების ან ხელების გადაჯვარედინება
- ხელების ერთმანეთში შეკვრა
- ხელების საზარდულებთან დაჭერა
- ხელები ჯიბეებსი ან ისეთ ადგილზე სადაც არ ჩანს,მაგალითად მაგიდის ქვეშ
- ხელები პირთან ან კისერთან
- სახის გამომეტყველების სწრაფი შეცვლა
- დახრილი თავი ან დაჭიმული ნიკაპი
- არასტანდარტული ღიმილი ეგრეთწოდებული "ეშმაკური ღიმილი"
- უდროო ღიმილი
ტყუილის ვერბალური ნიშნები
- ადამიანი ზედმეტაც ცდილობს უდანაშაულობის დამტკიცებას (იფიცება, იწერს პირჯვარს, იძლევა კაცურ სიტყვას და ა.შ.)
- ტყუილის ყველაზე გავრცელებული ნისანი - სურვილის არ ქონა ან უარი განიხილოთ გარკვეული თემები ან უპასუხოს დასმულ კითხვას
- მცდელობები მიაყენოს პირდაპირი შეურაწყოფა, ზიზღიანი ტონის გამოყენება, უხეშობა, უცენზურო სიტყვები
- თანაგრძნობის, შეცოდების, ნდობის,სიმპათისს გამოწვევის მცდელობა. ყველაფერში დათანხმება (გარდა იმისა, რომ ის იტყუება)
- მცდელობა არ თქვას "დიახ" და "არა"
- პირდაპირი კითხვებისგან თავის არიდება, ცოტა ლაპარაკი
- ჩვენება იმისა, რომ ის გულგრილია მოცემული თემის მიმართ
- ასევე, ტყუილის ყველაზე გავრცელებული ნიშანია - თემის შეცვლის მუდმივი მცდელობები