როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე სიყვარულისა და ბარაქის მისაზიდად
ფენ შუის რჩევების გათვალისწინებით ნაძვის ხეს ორიგინალურად და რაც მთავარია, საინტერესო დატვირთვით მორთავთ.
სათამაშოები შეგიძლიათ ნაძვის ხეზე ჩამოკიდოთ, მას გვერდზე მიუდოთ ან კომპოზიციურად გალაგოთ.
ბაყაყი და მონეტა - საუკეთესო ვარიანტია ფენ შუის სიმბოლო ბაყაყი, რომელსაც პირში მონეტა აქვს, მაგრამ თუ ასეთი არ გაქვთ, ბაყაყის ფიგურა რკინის მონეტაზე დადეთ. სასურველია, სათამაშო სიმდიდრის სექტორში - ბინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დადოთ.
ძაღლი - დაცვისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. მისი ადგილი ნაძვის ხის გვერდითაა. მთავარია, კარგად ჩანდეს.
სპილო - უნივერსალური სათამაშო-თილისმაა. მისი დადება ბინის ნებისმიერ
ტერიტორიაზე შეგიძლიათ, მაგრამ გახსოვდეთ, წარმატების მომტანია ის სპილო, რომელსაც ხორთული ზემოთ აქვს მიშვერილი.
კრისტალები - იდეალურად გამოიყურება საახალწლო ნაძვის ხეზე. ფენ-შუიში იგი ნეგატიური ენერგიის ასარიდებლად გამოიყენება.
დრაკონი - სასურველია იყოს მწვანე ფერის და ბინის აღმოსავლეთ ნაწილში დადგათ.
მარტორქა - ფენ-შუის მიხედვით, მისი მზერა ქუჩისკენ უნდა იყოს მომართული. ამიტომ, ნაძვის ხესთან ისე დადგით, რომ შემოსასვლელ კარს უყურებდეს.
კუ - უნივერსალური სათამაშოა. ნაძვის ხესთან, სადაც გაგეხარდებათ იქ მიუჩინეთ ადგილი.
მაიმუნი - ნაძვის ხესთან მოათავსეთ. გახსოვდეთ, რომ 2016 წელი ცეცხლოვანი მაიმუნის წელია. თუ წითელი სათამაშო მაიმუნი არ გაქვთ, ნაძვის ხე წითელი სათამაშოებითა და ლენტებით მორთეთ. სტატიის გაგრძელება