2015 წლის 10 ყველაზე გიჟური გამოგონება, რომელმაც თანამედროვე მსოფლიო შეცვალა

2015 წლის 10 ყველაზე გიჟური გამოგონება, რომელმაც თანამედროვე მსოფლიო შეცვალა
2015 წლის 10 ყველაზე გიჟური გამოგონება, რომელმაც თანამედროვე მსოფლიო შეცვალა:

1. უსაფრთხო გზა
კორეელმა ინჟირებმა შეიმუშავეს ძალზედ საინტერესო ტექნოლოგია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საგზაო ავარიების რიცხვის შემცირება. სატვირთოზე დამონტაჟებული უზარმაზარი მონიტორი უკან მიმავალი მანქანის მძღოლებს თვალნთლივ უჩვენებს, თუ რა ხდება სატვირთოს წინ, რაც უსაფრთხო გადაადგილებას განაპირობებს.

2015 წლის 10 ყველაზე გიჟური გამოგონება, რომელმაც თანამედროვე მსოფლიო შეცვალა

2. პრეზერვატივი - ტესტი
ისააკ ნიუტონის აკადემიის სპეციალისტებმა შეიმუშავეს სპეციალური პრეზერვატივი, რომლსაც შეუძლია ექსპრეს ტესტის ჩატარება, რომელიც გვიჩვენებს, ჯანმრთელია, თუ არა პარტნიორი. ინფექციის არსებობის შემთხვევაში კონტრაცეპტული საშუალება იცვლის ფერს. მაგალითად: მწვანე ფერი აღნიშნავს ქლამიდიას, ყვითელი - ჰერპესს, იასამნისფერი - პაპილომას, ხოლო ლურჯი - სიფილისს.



3. ალცჰეიმერის დაავადების განკურნების ინოვაციური მეთოდი
2015 წელს მედიცინამ გადადგა დიდი ნაბიჯი არა მხოლოდ ინფექციების აღმოჩენის სფეროში, არამედ უამრავი დაავადების განსაკურნებელი მეთოდების შემუშავებაში. ავსტრალიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ალცჰეიმერის დაავადების განსაკურნებელი ინოვაციური მეთოდი, რომელიც არ არ ეფუძნება წამლების მიღებას. პაციენტის სისხლში შეჰყავთ გაზის მიკროსკოპული ბუშტუკები, რომლებიც ულტრაბგერითი გამოსხივების მოქმედებით შთანთქავს ტვინში არსებულ ამილოიდებს. ამ გზით დაავადებულ პაციენტებს უღდგებათ მეხსიერება და საგრძნობლად უუმჯობესდებათ ტვინის მოქმედება.



4. ბოსტნეულის მოტივტივე ფერმები
მეცნიერები ზრუნავენ არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობაზე, არამედ მათ კვებაზეც კი. გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის რაოდენობა ჩვენს პლანეტაზე ჯერადად იზრდება, არსებობს საფრთხე იმისა, რომ ძალიან მალე ყველა სახის რესურსი ამოიწურება და დედამიწაზე შიმშილი დაისადგურებს. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა შეიმუშავეს მოცურავე ფერმების პროექტი, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლეა ჩვენი სიცოცხლე იხსნას.



5. მოცურავე კომპლექსი, რომელიც წმენდს ოკეანეს ნაგვისგან
არც ეკოლოგიის შესახებ ივიწყებენ მეცნიერები... მსოფლიო ოკეანის წყლები კატასტროფულადაა დამინძურებული, რის გამოც მეცნიერების ჯგუფმა შეიმუშავა მოცურავე კომპლექსი, რომელიც გაწმენდს ოკეანეს ნაგვისგან.



6. ყურსასმენები
ეს გახლავთ მოწყობილობა, რომელიც ძვლების გამტარიანობის წყალობით ხმოვან ბგერებს პირდაპირ ტვინს გადასცემს.



7. მოქნილი მონიტორები
სამხრეთ კორეელმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს ულტრათხელი, მოქნილი მონიტორები, რითაც მთელი მსოფლიო გააოცეს.



8. ჩემოდანი-ტრანსფორმერი
სპეციალურად მოგზაურობის მოყვარული ადამიანებისთვის შეიმუშავეს ჩემოდანის ინოვაციური მოდელი, რომლის ზომებიც შეგგვიძლია შევამციროთ იმ დონემდე, რომ მასში მხოლოდ დოკუმენტების ჩასადები ადგილი დარჩეს.



9. ჰიპერრეაქტიული თვითმფრინავი
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა კომპანიამ ''Airbus'' დააპატენტა ჰიპერრეაქტიული თვითმფრინავის კონცეპცია, რომლის წყალობითაც ლონდონიდან ნიუ-იორკამდე არსებული მანძილის დაფარვა 1 საათში იქნება შესაძლებელი.



10. რეაქტიული ფრთები
ამ გამოგონებამ უკვე წარმატებით გაიარა გამოცდა. რეაქტიული ფრთების წყალობით შეძლებთ იფრინოთ მსოფლიოს თავზე სუპერგმირივით.