სამსუნგის ,,უსაფრთხო გზა"
სამსუნგის ახალი ტექნოლოგია ,,უსაფრთხო გზა" გათვალისწინებულია უსაფრთხო მგზავრობისათვის. მანქანებს და ტრაილერებს აქვთ მიმაგრებული სპეციალური კამერა რომლის საშუალებითაც უკან მომავალს უადვილდებათ წინ გზის დანახვა. კამერები დღისითაც და ღამითაც მუშაობს. მძღოლები წინა ხედს უზარმაზარ ეკრანზე ხედავენ. სამსუნგის ეს ტექნოლოგია უკვე არაერთხელ წარმატებულად დაიტესტა და ახლო მომავალში იგეგმება დიდ ქალაქებსა და ყველაზე მეტად საფრთხის მქონე გზებზე გაშვება. ხოლო რაც შეეხება ამ ტექნოლოგიების გავრცელებას სხვადასხვა დიდ ქალაქებში, სამსუნგის წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ მთავრობის წარმომადგენლებთან