რომელ ზოდიაქოს ნიშანთან უნდა დაამყაროთ ურთიერთობა 2016 წელს - რას გვირჩევენ ასტროლოგები?

რომელ ზოდიაქოს ნიშანთან უნდა დაამყაროთ ურთიერთობა 2016 წელს - რას გვირჩევენ ასტროლოგები?
წითელი ცეცხლოვანი მაიმუნის წელს მოკავშირეებს მტრებში მოვიძიებთ; სიმტკიცეზე გამოვცდით ძველ საქმიან, სასიყვარულო თუ მეგობრულ ურთიერთობებს; სკეპტიკურად, თუმცა მშვიდად მოვეკიდებით ახალ ნაცნობებს, რომლებიც ეცდებიან ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრას და დაკვიდრებას.
ამასთან, კომფორტულად ვიგრძნობთ თავს ადამიანებთან, რომლებიც არ წუწუნებენ და შემართებით ხვდებიან ნებისმიერ სირთულეს. მოკლედ, გადავხედავთ ძველ მიჯაჭვულობას და შევქმნით ახალ საქმიან თუ სასიყვარულო კავშირებს ადამიანებთან, რომლებსაც ძალუძთ ჩანაფიქრის განხორციელება და ზუსტად იციან, რა სურთ ცხოვრებისგან.

გთავაზობთ გაეცნოთ, თუ როგორ დაამყარებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი ურთიერთობებს 2016 წელს.

ვერძი

ვერძები 2016 წელს შეეცდებიან თავიანთი სტიქიის წარმომადგენლებთან: ლომებთან, მშვილდოსნებთან და ვერძებთან დაამყარონ ურთიერთობა. და ეს სწორიც არის, რადგან სწორედ მათთან დაუმყარდებათ ყველაზე პერსპექტიული კავშირები არსებობის ნებისმიერ სფეროში. ამასთან, არ ღირს, არეალიდან წყლისა და მიწის მფარველობის ქვეშ დაბადებული ნიშნების მოცილება - ეს ადამიანები წონასწორობის დაცვაში დაგეხმარებიან და არ დაგაშვებინებენ სავალალო შეცდომებს. ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით, ტყუპებს კი, უმჯობესია, თავი აარიდოთ, რადგან ისინი გიბიძგებენ უგუნური საქციელისკენ.

კურო

2016 წელს კუროსთვის ყველაზე წარმატებული საქმიანი კავშირები მორიელებთან დაუმყარდებათ. თქვენ გეყოფათ სიბრძნე ამ ადამიანების საუკეთესო თვისებების გამოსაყენებლად, ამასთან, მსგავსი ალიანსის მძევლად არ დარჩებით. სიყვარული და მეგობრობა შესაძლებელია ვერძებთან, მთავარია, ყურადღება არ მიაქციოთ მათი დომინანტობის მცდელობებს და ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები თქვენ გამო მთებსაც კი დაძრავენ. შორს დაიჭირეთ თავი კირჩხიბებისა და თევზებისგან - მათი ხშირად გაუმართლებელი პესიმიზმი და სიფრთხილე ხელს შეგიშლით ყველაზე თამამი და პერსპექტიული ჩანაფიქრების შესრულებაში.

ტყუპი

ტყუპებს 2016 წელს ყველაზე წარმატებული საქმიანი ურთიერთობა ლომებთან ელოდებათ. თქვენი ავანტიურიზმი, გამრავლებული ლომების კრეატიულობაზე, იდეალურ შედეგს მოგიტანთ. სიყვარული შესაძლებელია მშვილდოსანთან, თუმცა ურთიერთობა მარტივი და გასაგები არ იქნება, მაგრამ ნამდვილად არ მოიწყენთ. მეგობრობა რეკომენდებულია მორიელებთან - ისინი თავგადასავლებშიც ჩაგითრევენ და საჭიროების შემთხვევაში ტვინსაც დაგილაგებენ, თხის რქებს კი ერიდეთ - მათი სწორხაზოვნება არაერთ უსიამოვნებას მოგიტანთ.

კირჩხიბი

2016 წელს კირჩხიბები იდეალურ ურთიერთობებს შექმნიან ქალწულებთან და თხის რქებთან. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები თქვენს ენერგიას სწორ მიმართულებას მისცემენ, დაგეხმარებიან შემოსავლის ზრდაში. სიყვარულში ზოდიაქოს ნიშნები გავლენას არ მოახდენენ - თქვენ კარგი გარეგნობა და შინაგანი ცეცხლი მიგიზიდავთ. თავი შორს დაიჭირეთ ტყუპებისგან - ისინი გამუდმებით ეცდებიან თქვენ წონასწორობიდან გამოყვანას.

ლომი

ლომებს 2016 წელს შესანიშნავი საქმიანი ურთიერთობა ელით ვერძებთან და მშვილდოსნებთან. ერთობლივი პროექტები წარმატებული გამოდგება და რაც მთავარია, ნებისმიერ წინააღმდეგობას გადალახავენ. შესაძლოა, შეგიყვარდეთ ზემოთ აღნიშნული ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლები, ასევე - კირჩხიბი, განსაკუთრებით, სტაბილურობას თუ მოისურვებთ. მეგობრობა რეკომენდებულია ქალწულებთან და მერწყულებთან - ისინი საშუალებას არ მოგცემენ, სულელური შეცდომები დაუშვათ. თავი შორს დაიჭირეთ ლომებისგან, "ფეთქებადი" სიტუაციების ასარიდებლად.

ქალწული

2016 წელს ქალწულები თევზებს უნდა ერიდონ - მათთან ნებისმიერი ურთიერთობა კრახით დასრულდება. ყველაზე წარმატებული კავშირი კირჩხიბებთან დაგიმყარდებათ და თუ გსურთ რაიმე ახლის წამოწყება, ყოველთვის შეიძლება მერწყულის იმედი იქონიოთ. სიყვარული შესაძლებელია ლომთან, განსაკუთრებით, თუ რაიმე ვალდებულება არ გჭირდებათ. სტაბილური ურთიერთობებისთვის კი თხის რქა იდეალურია. იმეგობრეთ სასწორებთან - მათთან ბევრ საერთოს აღმოაჩენთ.

სასწორი

სასწორისთვის 2016 წელს რეკომენდებულია საქმიანი ურთიერთობა თხის რქასთან, რომელიც საშუალებას არ მოგცემთ ეჭვები გაგიჩნდეთ და ავანტიურებსაც აგარიდებთ თავიან. საკმაოდ კარგი კომერციული ალიანსი გამოვა ლომებთან, თუკი არ ეცდებით, მათ რაიმე მიუთითოთ. სიყვარული და მეგობრობა შესაძლებელია მშვილდოსნებთან, ამასთან, შეგიძლიათ მათთან ერთად საინტერესო მოგზაურობა დაგეგმოთ. ერიდეთ სასწორებს და კირჩხიბებს, მათი ენერგეტიკა ნეგატიურად აისახება თქვენს საქმეებზე.

მორიელი

მორიელისთვის 2016 წელს ხელსაყრელი პარტნიორობის გაწევა კუროს შეუძლია, თუკი მათ საშუალებას მისცემთ, გმართონ. თევზებთან კი საქმეში მთავარი თქვენ იქნებით და განკარგულებებს გასცემთ. სიყვარული შესაძლებელია მერწყულთან - ისინი ბევრ რამეს ისწავლიან თქვენგან და დატკბებიან თქვენი იუმორის გრძნობით. იმეგობრეთ ვერძებთან - ურთიერთობაში მოგცემენ იმას, რაც ყველაზე მეტად გაკლიათ. ერიდეთ მორიელებს, რადგან შესაძლოა ერთმანეთი "გადაჭამოთ".

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს 2016 წელს ყველაზე პერსპექტიული და წარმატებული მეგობრული, საქმიანი და კომერციული ურთიერთობები ლომებთან და ვერძებთან დაუმყარდებათ. მთავარია, საქმეები თანაბრად გადანაწილდეს და არ ჩაერიოთ ერთმანეთის ქმედებებში. სასიყვარულო ურთიერთობები დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ელოდებით - თუ ვნება და ცეცხლი გსურთ - ლომი იდეალური პარტნიორი გახდება, თუ მხარდაჭერას - სასწორი. ერიდეთ თევზებს, შეიძლება მათ დაუფიქრებლად ავნოთ.

თხის რქა

თხის რქა 2016 წელს კარგ საქმიან კავშირებს დაამყარებს კირჩხიბებთან, ქალწულებთან და სასწორებთან. იყავით მზად იმისთვის, რომ მმართველობის საკუთარ ხელში აღება მოგიწევთ და დანარჩენების საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ. შესაძლოა მორიელის შეყვარება. მეგობრობა - კირჩხიბებთან, ასევე, თხის რქებთან. თავი შორს დაიჭირეთ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისგან.

მერწყული

მერწყულთათვის 2016 წელს რეკომენდებულია საქმიანი ურთიერთობა პრაგმატულ კუროებთან და ქალწულებთან. ისინი საშუალებას არ მოგცემენ, ენერგია არარენტაბელურ იდეებზე დახარჯოთ და დაგეხმარებიან შემოსავლის ზრდაში. მეგობრობა ღირს მშვილდოსნებთან და ლომებთან, ასევე, მერწყულებთანაც - ისინი კაშკაშა ფერებს შემატებენ თქვენს ცხოვრებას. ერთ-ერთ მათგანთან სიყვარულიც შესაძლებელია. ერიდეთ ვერძებს, რომლებიც საშუალებას არ მოგცემენ, მოიქცეთ ისე, როგორც გსურთ.

თევზები

2016 წელს თევზებისთვის რეკომენდებულია ურთიერთობების დამყარება მათთან, ვინც თქვენზე უშიშარია, მაგალითად, ვერძებთან და ლომებთან, ან მათთან, ვინც წინააღმდეგობას არასოდეს გიწევთ (კირჩხიბი). ჰარმონიული მეგობრული ურთიერთობა მორიელთან შეგექმნებათ. სიყვარული შესაძლებელია ვერძთან. ერიდეთ კუროებს, ისინი ხშირად ჩაგაყენებენ უხერხულ მდგომარეობაში და შეგილახავენ ავტორიტეტს.

წაიკითხეთ სრულად
სტატიის წყარო:marao.ge