ზოოპარკის ადმინისტრაცია: ვეძებთ დათვს, ვეფხვს და ზოლებიან აფთარს
„ვეძებთ ერთ დათვს და ერთ ვეფხვს. ვეძებთ ასევე ზოლებიან აფთარს, რომელიც ადამიანებისთვის საშიში საერთოდ არ არის, რადგან ის ჩვეულებრივი ძაღლივითაა“, - თქვა „ლიბერალთან“ საუბრისას თბილისის ზოოპარკის დირექტორის თანაშემწემ, ხატია ბასილაშვილმა. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პანტერაა დაკარგული, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ეს ცხოველი ზოოპარკს არ ჰყოლია.
„გვყავდა სამი იაგუარი და სამივე მოკვდა“, - თქვა მან.
ბასილაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე ზოოპარკის ადმინისტრაცია საბოლოო ინფორმაციას დასუფთავების სამსახურისგან ელოდება, რადგან მათ გადაიყვანეს გარეთ დახოცილი ცხოველები. მისივე თქმით, თბილისის ზოოპარკი ცოტა ხანში სრულ ინფორმაციას გამოაქვეყნებს.