ამ მამაკაცის ისტორია ცრემლებს მოგგვრით! მან უკვე 2,4 მილიონზე მეტი ბავშვის სიცოცხლე იხსნა!

ამ მამაკაცის ისტორია ცრემლებს მოგგვრით! მან უკვე 2,4 მილიონზე მეტი ბავშვის სიცოცხლე იხსნა!
გაიცანით, ეს მამაკაცი ჯეიმს ჰარისონია ავსტრალიიდან, რომელიც მეორენაირად ''ოქროს ხელების მქონე ადამიანის'' ზედმეტსახელითაა ცნობილი. რითია ის ასეთი განსაკუთრებული? ჯეიმსი შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ადამიანი, რომელმაც 1000_ზე მეტჯერ ჩააბარა სისხლი ჩვილი ბავშვების გადასარჩენად.

რითია განსაკუთრებული ამ მამაკაცის სისხლი? საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ 50 წლის წინათ ექიმებმა ჰარისონის სისხლში აღმოაჩინეს განსაკუთრებული ანტისხეულები, რომლებიც მიმღებს თავიდან არიდებს რეზუს ფაქტორებს შორის კონფლიქტს. ეს ანტისხეულები იქცა ვაქცინად, რომელსაც შეუძლია მომაკვდინებელი პრობლემის გადაჭრა, რომელიც გამოწვეულია დედისა და შვილის სხვადასხვა რეზუს-ფაქტორებით.

რატომ იქცა იგი დონორად? ეს ისტორია იწყება 14 წლის ასაკიდან, როდესაც ჰარისონმა გადაიტანა სერიოზული ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდა 13 ლიტრი დონორული სისხლი. როდესაც მამაკაცმა გაათვითცნობიერა, რომ იგი ცოცხალი სხვა ადამიანების წყალობით დარჩა, მან პირობა დადო, რომ 18 წლის შესრულებისთანავე ჩააბარებდა სისხლს სხვა ადამიანების დასახმარებლად.

ჰარისონის მიერ გაწეული ღვაწლი ფასდაუდებელია! სწორედ მისი წყალობით უამრავ ქალბატონს მიეცა დედობის უფლება და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის საშუალება. ჰარისონის მიერ გადარჩენილი ბავშვების რიცხვმა 2,4 მილიონს გადააჭარბა.

50 წლიანი დონორობის შმდეგ მამაკაცი შეუსვენებლივ განაგრძობს ხალხის დახმარებას და მიიჩნევს, რომ ეს ნამდვილი ნიჭია, რომლითაც იგი ცხოვრებამ დააჯილდოვა.