თბილისში "საქართველოს ბანკის" ფილიალიდან 10 000 000 ლარამდე თანხა გაიტანეს
გვიან საღამოს "საქართველოს ბანკის" თავისუფლების მოდანზე მდებარე ფილიალიდან 10 000 000 ლარამდე თანხა გაიტანეს საქართველოს საზღვრებს გარეთ ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან.
ინკასაციის მანქანა ჯერ რადარებიდან გაქრა, შემდეგ კი პოლიციამ მიტოვებული, ჩუღურეთის რაიონში იპოვა.
ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ჟურნალისტი გურამ დონაძე ავრცელებს. ინკასაციის მანქანა, რითაც „საქართველოს ბანკის“ თავისუფლების მოედნის ფილიალიდან თანხა გაიტანეს, ძარცვის ობიექტი გახდა, ხოლო ინკასატორები, სავარაუდოდ, მიიმალნენ.
ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე წინასწარი შეთანხმების შედეგად, ფულით სავსე ხელჩანთებით დატვირთული პირები კონტროლის გარეშე გაატარეს. ერთ-ერთი ინკასატორი, რომელსაც ვერ პოულობენ, ცვლის უფროსია და მან თანამზრახველებთან ერთად საქართველოს საზღვრები უკვე დატოვა.