საქართველოს VS რუსეთი (33:0) - ის, რაც "დათვებს" ჯერ არ უნახავთ

საქართველოს VS რუსეთი (33:0) - ის, რაც "დათვებს" ჯერ არ უნახავთ
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" IV ტურის შეხვედრაში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლა.

ბორჯღალოსნებმა მოწინააღმდეგეს ყველანაირი შანსი წაართვეს და საბოლოოდ ნულზე დატოვეს. ანგარიში საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე გამარჯვებით 33:0 დასრულდა.

I ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 6:0 მოიგო, მერაბ კვირიკაშვილმა ორი ცდიდან ორივე ჯარიმა გამოიყენა, მაშინ, როცა რუსეთის ნაკრების სამივე საჯარიმო არაზუსტი იყო.

მეორე ტაიმში კვირიკაშვილმა მოედნის ცენტრიდან გაიტანა ჯარიმა და ანგარიში 9:0 გახდა.

64-ე წუთზე კვირიკაშვილმა კვლავ წარმატებით შეასრულა საჯარიმო დარტყმა - 12:0.

71-ე წუთზე პირველი ლელოც ვიხილეთ, დავით კაჭარავამ შეტევის
ბოლო ფაზაში ბრწყინვალედ ითამაშა და ლელო დადო, რომელიც კვირიკაშვილმა გარდასახა - 19:0.

83-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მეორე ლელო ზურაბ ჟვანიამ დადო, მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა - 26:0.

მატჩის ბოლოს მერაბ კვირიკაშვილმა შესანიშნავი გარღვევით კარლენ ასეიშვილს ლელო გაატანინა, რომელიც თავად გარდასახა - 33:0.

ქართველმა გულშემატკივრებმა ეროვნული ნაკრები მოედნიდან მქუხარე ოვაციებით გააცილეს.
სტატიის წყარო:ambebi.ge