10 ყველაზე საშინელი პარაზიტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ბინადრობს

10 ყველაზე საშინელი პარაზიტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ბინადრობს
10 ყველაზე საშინელი პარაზიტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ბინადრობს:

10. ნეგლერია ფოულერა

10 ყველაზე საშინელი პარაზიტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ბინადრობს

ზომბი - არსება, რომელიც იკვებება ადამიანის ტვინით. ნეგლერია ფოულერას ახასიათებს ზუსტად ანალოგიურ ქმედება ადამიანის ორგანიზმზე. მას მწყობრიდან გამოჰყავს ნერვული სისტემა და იკვებება ჩვენი ტვინით. ამ პარაზიტის არსებობას ორგანიზმში თან ახლავს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება და რიგ შემთხვევაში სიკვდილიც კი. ნეგლერია ფოულერა ერთ-ერთი უიშვიათესი პარაზიტია და მსოფლიოში დაფიქსირებულია მისით დაავადების მხოლოდ 1000 შემთხვევა. დაავადების წყარო გახლავთ ბუნებრივი თბილი წყლები.

9. ონქოცერკოზი



ონქოცერკოზი - ჭია, რომელიც იწვევს სიბრმავეს. არაცივილიზირებულ რეგიონებში მისით დაავადების შანსი საკმაოდ მაღალია. პარაზიტი სპობს თვალის რქოვანას, რის შედეგადაც იწვევს აბსოლიტურ სიბრმავეს. ადამიანის იმუნიტეტს არ შეუძლია ამ პარაზიტის ამოცნობა, შესაბამისად სიბრმავე გარდაუალია.

8. ბენკროფტის ფილარია



ამ პარაზიტს ხშირად სპილოს პარაზიტს უწოდებენ, თუმცა არა იმიტომ, რომ იგი უზარმაზარი ზომისაა, არამედ იმიტომ, რომ იწვევს ადამიანის კიდურის ჯერადად გაზრდას და მის დამახინჯებას. ორგანიზმში მოხვედრიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ეს პარაზიტი იზრდება და ხვდება ლიმფურ სისტემაში, რომელიც განაპირობებს სითხის გადადინებას ორგანიზმიდან. მოზრდილი ჭია ბლოკავს სადრენაჟე არხებს, რის გამოც სითხე აღარ გადაედინება, გროვდება და კიდური ემსგავსება სპილოს ფეხს.

7. ლოა ლოა



სახელწოდება ''ლოა ლოა'' რომელიმე კოქტეილის დასახელებას უფრო ჰგავს, რომელიც ტროპიკულ პლიაჟზე, ან ეგზოტიკურ კუნძულზე მოიპოვება, თუმცა სინამდვილეში ეს გახლავთ პარაზიტი, რომელიც ორგანიზმში მწერების ნაკბენისგან ხვდება. თავდაპირველად ეს პარაზიტი ცხოვრობს ნაკბენში და იწვევს მის შესიებას, ხოლო ზრდის დასრულების შემდეგ ჭია ინაცვლებს თვალში და ადამიანი, რომელიც ამ პარაზიტითაა შეპყრობილი, მის თითოეულ მოძრაობას შეიგრძნობს.

6. ბუზის ჭია



მაწუხელას ბუზი მსხვერპლის ამორჩევის შემდეგ მის ორგანიზმში დებს ათასობით კვერცხს, საიდანაც პარაზიტი ჭიები იჩეკებიან. ჭიები ზრდისთვის იკვებებიან ყველაფრით, რაც კი მათ გარშემო მოიპოვება. ამ შემთხვევაში საუბარია ქსოვილებზე, რის შედეგადაც ადამიანს კანზე უჩნდება უზარმაზარი ხვრელები, ჩაღრმავებები. ამ პარაზიტის და მისი კვერცხების მოსაშორებლად აუცილებელია ქირურგთან მისვლა.

5. გვინეას ჭია



დაბინძურებულ წყალსაცავებში, ტბებში და გუბეებში ბინადრობენ წყლის რწყილები, რომლებიც სავსებით შესაძლებელია, რომ ადამიანმა ბანაობის დროს გადაყლაპოს. კუჭში მოხვედირს შემდეგ კუჭის წვენი რწყილს მოინელებს, თუმცა ჭია, რომელიც მასში ბინადრობს განაგღძობს ცხოვრებას. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ამ ჭიის სიგრძე 90 სანტიმეტრს აღწევს, რის გამოც ადამიანის სხეული მისთვის უკვე პატარა სივრცეს წარმოადგენს და მისგან თავის დაღწევას ცდილობს. ამ დროს ადამიანი განიცდის საშინელ ტკივილს და წვას, რის გამოც მას უჩნდება ცივ წყალში ფეხის ჩაყოფის სურვილი, თუმცა ამ პარაზიტსაც სწორედ ეს უნდა, რადგან წყალში იგი გამოყოფს ათასობით თავის კვერცხს, ხოლო თავად სხეულში რჩება.

4. თევზი-ვამპირი



პატარაობაში მშობლები ყოველთვის გვაფრთხილებდნენ, რომ მდინარეში, ტბაში, ზღვაში ან სულაც აუზში მოშარდვა არ შეიძლება. ძალაიან პატარა ზომის თევზი, რომელიც ცხოვრობს ამაზონის მდინარეში, შარდვის დროს აღწევს ადამიანის შარდის ბუშტში. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იგი იკვებება სისხლითა და სხვადასხვა ქსოვილებით, რაც წარმოუდგენლად დიდ ტკივილთანაა დაკავშირებული.

3. ასკარიდა



ასკარიდა - ჭია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ 30 სანტიმეტრამდე იზრდება. ამ პარაზიტის თქვენს ორგანიზმში მოხვედრის ალბათობა ყველაზე მაღალი სოფლის დასახლებებშია. ასკარიდას ჭიას არანაირი სიმპტომი არ ახასიათებს იქამდე, სანამ ამ ჭიების რაოდენობა ორგანიზმში მაქსიმუმს არ მიაღწევს, ხოლო უკვე ამის შემდეგ ადამიანი იტანჯება თავის ტკივილისგან, მაღალი ტემპერატურისგან, ღებინების შეგრძნებისგანა და ა.შ. ხშირ შემთხვევაში ეს ჭიები ხვდებიან ბავშვების ორგანიზმში, რადგან მათ ძალიან არ უყვართ ხელების დაბანა...

2. Sarcoptes scabiei



ტკიპები - ''Sarcoptes scabiei'' იწვევს კანზე წითელი ლაქების გაჩენას და აუტანელ ქავილის შეგრძნებას. ეს პატარა პარაზიტები პირდაპირი გაგებით თხრიან ადამიანის კანს, რათა მოხვდნენ ორგანიზმში, სადაც ისინი იკვებებიან სისხლით.

1. ბრტყელი ჭია



ბრტყელი ჭია - ყველაზე საშინელი პარაზიტი. ეს ჭია სახლდება ადამიანის ტვინში და ბინადრობს აქ დაახლოებით 20 წელი. ზრდის დასრულების შემდეგ პარაზიტი მიისწრაფვის საკუთარი მფლობელის მოკვილსკენ. ეს ჭია ორგანიზმში შეაძლებელია მოხვდეს დაინფიცირებული წყლის, ახ ხორცის მიღებით.