სახიდან შავი წერტილების მოშორების 2 მუშა მეთოდი

სახიდან შავი წერტილების მოშორების 2 მუშა მეთოდი
ეს შავი წერტილები გამაღიზიანებელია ყველასთვის თუ არა, უმრავლესობისთვის მაინც! ჩვენ მოვიძიეთ ორი ნაცადი მეთოდი მათ სამუდამოდ მოსაშორებლად.


მეთოდი 1: ცილის ნიღაბი სახისთვის
ჩვენს პრობლემასთან ბრძოლაში საუკეთესო დამხარეა - ლიმონის წვენი და კვერცხის ცილა. პირველი მათგანი კანის ფორებს კეტავს,აპრიალებს მის ზედაპირს, ებრძვის აკნეს და პიგმენტურ ლაქებს. ხოლო მეორე - მეორე შესანიშნავი მეკავშირეა ზოგადად კანის სისუფთავისა და ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში.

ასე, რომ აიღეთ ერთი კვერცხის ცილა (ყურადღება მიაქციეთ იმას რომ ის გულის გარეშე იყოს) და ერთი ჩაის კოვზი ახალგამოწურული წვენი. ცილა თავდაპირველად ათქვიფეთ ბლენდერით შემდეგ კი მასში ლიმნის წვენი დაამატეთ.


თვდაპირველად სახე დაიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ კი მასზე ნიღაბი დაიტანეთ რომელიც ამ ორი ინგრედიენტისგან დაამზადეთ. 20-25 წუტის განმავლობაში გაიჩრეთ სახეზე. შემდეგ კი უბრალოდ მოიშორეთ ის სახიდან და სახე დღის კრემით დაიმუშვეთ (იდეაში ის უნდა იყოს გვირილაზე დამზადებული!).

მეთოდი 2: სკრაბი ლიმონისა და თაფლისგან
თაფლის სასარგებლო თვისებების ჩამოთვლით თავს არ დავიღლი, ყველამ ისედაც კარგად ვიცით ეს ასე რომ პირდაპირ რეცეპტს მოგაწვდით.
1. გაჭერით ლიმონი შუაზე და ორივე ნაჭერზე თაფლის თხელი ფენა დაიტანეთ.
2. კარგად შეიზილეთ ის პრობლემურ ადგილას, გაიხეხეთ ის ლიმონით. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ სკრაბს ასევე ამქერცლავი ეფექტიც აქვს.
3. უკეთსი ეფექტისთვის ლიმონზე შეგვიძლია არა მარტო თაფლი დავიტანოთ არამედ შაქრის ფხვნილიც.
4. იხეხეთ პრობლემური ადგილი მანამ სანამ შეძლებთ, სანამ არ იგრძნობთ რომ საკმარისია. შემდეგ კი ჩამოიბანეთ სკრაბი თბილი წყლით.