კვერცხის ნიღაბი - საუკეთესო საშუალება სახის კანის გაწმენდისა და გაახალგაზრდავებისთვის!

კვერცხის ნიღაბი - საუკეთესო საშუალება სახის კანის გაწმენდისა და გაახალგაზრდავებისთვის!
სახის კანის სრულფასოვანი მოვლა შეუძლებელია სხვადასხვა სპეციალური ნიღბების გამოყენების გარეშე. კვერცხი შეგვიძლია მივიჩნიოთ ყველაზე ბიუჯეტურ და ეფექტურ საშუალებად კანის მოსავლელად და ახალგარზდომის მრავალი წლით შესანარჩუნებლად.

კვერცხის ნიღაბი - საუკეთესო საშუალება სახის კანის გაწმენდისა და გაახალგაზრდავებისთვის!

კვერცხის ცილა ეფექტურად წმენდს და ჭიმავს კანს. მისი გული შეიცავს დიდი რაოდენობით ლეციტინს, რომელიც განაპირობებს კანის დატენიანებას და ეპიდერმისის ღრმა კვებას. A, D და B ვიტამინები, რომლებსაც ჭარბად შეიცავს კვერცხი, გვინარჩუნებს კანის ახალგაზრდობას. ეს ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენით ნებისმიერი ასაკის ქალბატონმა.

დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქცია გთავაზობთ კვერცხის უნიკალური ნიღბის მომზადების რეცეპტს, რომელიც არა მხოლოდ გაგიახალგაზრდავებთ და გაგიწმენდთ კანს, არამედ დატვირთავს მას უამრავი სასარგებლო ნივთიერებით.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 კვერცხი;
  • ქაღალდის ხელსახოცები;
  • ფუნჯი;
  • 2 თასი;
  • ჩანგალი;

მომზადება:

1. განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული ერთმანეთისგან. ათქვიფეთ ცილა ჩანგლის დახმარებით.



2. გაწმენდილ სახეზე ფუნჯის გამოყენებით დაიტანეთ კვერცხის ცილა. ქაღალდის ხელსახოცი დაჭერით სასურველ ზომებად და მიიწებეთ სახეზე. ხელსახოცის ზემოდან დაიტანეთ ცილის კიდევ ერთი ფენა.

არ დაიტანოთ ზედმეტად დიდი რაოდენობით ცილა.



3. მოითმინეთ 20-30 წუთი - ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ ხელსახოცი მთლიანად გახმეს.

4. მოიშორეთ ნიღაბი სახიდან. ეს პროცესი შეიძლება ცოტათი უსიამოვნო იყოს, თუმცა შედეგი ამად ღირს!



5. ათქვიფეთ კვერცხის გული და ჭარბად შეიზილეთ სახეზე. დამატებითი კვებისთვის შეგიძლიათ ჩაამატოთ მასში რამდენიმე წვეთი ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი. 10 წუთის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ კვერცხის გული წყლით.



ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტი ნიღბის მოსახსნელად თბილი წყლის გამოყენებაა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მშრალი კანი გაქვთ, ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ დაიტანეთ სახეზე საყვარელი მკვებავი კრემი. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ და შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა მრავალი წლით!

არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!