ეს ნატურალური პროდუქტი შეშუპებებს ჩააცხრობს და გადაასწორებს ნაოჭებს!

ეს ნატურალური პროდუქტი შეშუპებებს ჩააცხრობს და გადაასწორებს ნაოჭებს!
მწყერის კვერცხს გააჩნია მიკრო და მაკრო ელემენტების, ამინომჟავების, ცელიტინის უნიკალური ნაკრები და ამიტომ მათ წარმატებით გამოიყენებენ კოსმეტოლოგიაში.
ნიღაბი დამზადებული მწყერის კვერცხის ბაზაზე ეფექტურად აცხრობს შეშუპებას, გადაასწორებს ნაოჭებს, დაგიბრუნებთ კანის ჯანმრთელ იერს, გახდის მას უფრო მკვრივს, შეავიწროვებს ფორებს, კვებავს და ატონიზირებს. საკმარისია ერთხელ გამსცადოთ და ის აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს თქვენს კოსმეტოლოგიურ არსენალში.
მწყერის კვერცხის ცილა გამოგადგებათ ცხიმიანი კანისთვის, ხოლო მისი გული მშრალი კანისთვის.
ცილა ატონიზირებს, აშრობს, ჭიმავს მოშვებულ კანს, ავიწროვებს ფორებს. გული არბილებს, კვებავს კანს და მას უფრო მკვრივს ხდის.


ნიღაბი მშრალი კანისათვის

კვერცხის გული-ზეთი
სამი კვერცხის გული აურიეთ 1 ს/კ მცენარეულ ზეთს. თითები თბილ წყალში დაისველეთ და დაიტანეთ ნაზავი სახეზე მსუბუქი წრიული მოძრაობებით. ამ ნიღაბს იკეთებენ კვირაში 1-2 ჯერ. კურსი შედგება 20-25 პროცედურისგან.


კვერცხის გული - შვრია
ათქვეფილ სამ კვერცხის გულს დაუმატეთ შვრიის ფქვილი და 1ჩ/კ თაფლი. მიღებული ფაფა დაიდეთ სახეზე, 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გაიკეთეთ ცივი კომპრესი.


ნიღაბი ცხიმიანი კანისათვის
ცილა
მწყენირ კვეერცხის ცილებს ათქვეფის გარეშე ისმევენ სახეზე. შეშრობის თავე ისმევენ ცილის მორიგ ფენას. 15-20 წუთის შემდეგ კი ნიღაბს ჩამოიბანენ გრილი წყლით.

ცილა-ლიმონი
მწყერის სამი კვერცხის ცილას თქვეფენ და ურევენ 1 ჩ/კ ლიმონის წვენს. ნაზავს სახეზე ფენებად ისმევენ (ისევე როგორც წინა რეცეპტში)


ნიღაბი აკნეს პროფილაქტიკისათვის
1. შეურიეთ ფრთხილად, აუთქვეფელი კვერცხის ცილები 1 ჩ/კ კიტრის ფაფას. დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ამ ნიღაბს იკეთებენ კვირაში ერთხელ.
2. ათქვეფილ მწყერის კვერცხს ბამბით ისმევენ სახეზე და 5-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანენ თბილი წყლით.