ციხიდან გაქცევის ყველაზე გრანდიოზული და წარმატებული მცდელობები კაცობრიობის ისტორიაში (27 ფოტო + ვიდეო)

ციხიდან გაქცევის ყველაზე გრანდიოზული და წარმატებული მცდელობები კაცობრიობის ისტორიაში (27 ფოტო + ვიდეო)
ამ ადამიანების წარმოსახვის უნარის ჰოლივუდის რეჟისორებსაც კი შეშურდებოდათ!

1. მექსიკელი ნარკობარონი ზედმეტსახელად ელ-ჩაპო (კარტოფილი) ალტიპლანოს ციხიდან - 2015 წ.

კარტოფილი გაიქცა 1,5 კილომეტრის სიგრძის გვირაბით ალტიპლანოს ციხიდან, რომელიც მდებარეობს მეხიკოში.

ციხიდან გაქცევის ყველაზე გრანდიოზული და წარმატებული მცდელობები კაცობრიობის ისტორიაში (27 ფოტო + ვიდეო)

ციხის თანამშრომლებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუ საშხაპის ქვეშ უზარმაზარი გვირაბი გადიოდა.



გვირაბში განთავსებული იყო სპეციალური ურიკა, რომელსაც მუშები სწრაფი გადაადგილებისთვის იყენებდნენ.



ეს კი ის სახლია, სადამდეც 1,5 კილომეტრის გვირაბს მივყავართ. ამ დრომდე ითვლებოდა, რომ ალტიპლანოს ციხიდან გაქცევა შეუძლებელი იყო.



2. 150 ძლის მანძილზე დაფიქსირებული გაქცევის პირველი შემთხვევა კლინტონის ციხიდან - 2015 წ.

48 და 34 წლის ორმა მამაკაცმა, რომლებიც დაპატიმრებულები იყვნენ მკვლელობის გამო, შეძლეს კლინტონის ციხიდან გაქცევა, რომელიც 1865 წელსაა აშენებული.



მათ კამერაში აღმოაჩინეს უზარმაზარი ხვრელი, რომლის მეშვეობითაც პატიმრები ტექნიკურ სართულზე მოხვდნენ.



გაქცევისთვის მზადების დროს ისინი იყენედნენ ელექტრო ინსტრუმენტებს. ამ დრომდე გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, თუ საიდან აღმოჩნდა მათ ხელში ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობით მათ ციხის კედლები დატოვეს.



დამნაშავეებმა პოლიციელებს შემდეგი შეტყობინება დაუტოვეს:




გაქცევის საბოლოო წერტილი. ამ მომენტიდან ისინი აღარავის უნახავს.


3. გაქცევა ალკატრასიდან - 1962 წ.

1962 წლის 11 ივნისს დაფიქსირდა წარმოუდგენელი შემთხვევა: ალკატრასის ციხიდან გაიქცა სამი პატიმარი. ციხის ადმინისტრატორები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისინი წყალსაცავის გადაცურვის დროს დაიღუპნენ, თუმცა...



როგორც ჩანს, მზადება გაქცევისთვის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო, რადგან ეს ადამიანები ბეტონში ხვრელს თვითნაკეთი დრელით აკეთებდნენ და ხმის ჩასახშობად მუშაობდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც მეზობელ შენობაში უკრავდნენ მუსიკას.



ამ ადამიანებმა საკუთარი თოჯინებიც კი დაამზადეს, რათა დაცვას მალევე არ შეეტყო გაქცევის შესახებ.



გვირაბის მეშვეობით დამნაშავეები მოხვდნენ ბლოკის სახურავზე, ხოლო სახურავიდან წყალსაცავში. მათ საკმაოდ დიდი დისტანციის გასაცურად გამოიყენეს საკუთარი ხელით დამზადებული რეზინის სამაშველო წრეები.



4. გაქცევა ვოლოგოდის კოლონიიდან - 2012 წ.

2012 წლის 22 მარტს ვოლოგოდის კოლონიაში ვერტმფრენის მეშვეობით ჩაუშვეს კიბე, რომლის გამოყენებითაც გაიქცა მამაკაცი, რომელსაც მკვლელობის გამო 24 წელი ჰქონდა მისჯილი.




როგორც მომავალში გაირკვა, პილოტს, რომელიც დაეხმარა პატიმარს გაქცევაში, თანხა გადაუხადა ადგილობრივმა ბიზნესმენმა. მარტის დასაწყისში პატიმარი ამ ბიზნესმენს ტელეფონის მეშვეობით ესაუბრა და უთხრა, რომ მოეწყო ორგანიზებული შეხვედრა მაღალ დელეგაციასთან თვითმფრინავზე.



5. ყველაზე გულუბრყვილო გაქცევა ჩუტუმალის ციხიდან, რომელიც მდებარეობს მექსიკაში - 2011 წ.

მარიამ, ერთ-ერთი პატიმრის კანონიერმა ცოლმა, საკუთარ მეუღლეს ტანსაცმლით გატენილი უზარმაზარი ჩემოდანი მოუტანა, თუმცა პაემნის შემდეგ პოლიციელებმა შეამჩნიეს, თუ როგორი გაჭირვებით მიჰქონდა უკან ქალბატონს ჩემოდანი.




როდესაც დაცვამ შეამოწმა ჩემოდანი, მათ ძალზედ უცნაური ტვირთი აღმოაჩნიეს.




6. კანდაგარის ციხიდან გაქცევა - 2011 წ.

დაახლოებით 500 პატიმარმა, რომელიც სასჯელს იხდიდა კანდაგარის ციხეში, რომელიც მდებარეობს ავღანეთში, წარმატებით შეასრულა გაქცევის გეგმა. დილის შემოწმების დროს გაირკვა, რომ ციხის კედლები ზუსტად 483 ადამიანმა დატოვა. გაქცეული პატიმრებიდან 115 საკუთარ სასჯელს იხდიდა ტერაქტებისა და შეიარაღებული თავდასხმების მოწყობის გამო.




mb]

7. ხშირ შემთხვევაში გეგმა იდეალურია, თუმცა პრობლემა მის რეალიზაციაშია...

აი ერთ-ერთი ასეთი მაგალითი: ბრაზილიაში მდებარე ციხეში სამმა პატიმარმა გათხარა საკმაოდ დიდი ზომის ხვრელი კამერაში, თუმცა პირველი ამ ხვრელში გაძრომა მოინდომა ამ სამიდან ყველაზე მსუქანმა მამაკაცმა, რომელიც თავისუფლებისკენ მიმავალ ხვრელში გაიჭედა, ხოლო მისი თანამზარხველი ორი პატიმარი დამწუხრებული იჯდა და უყურებდა, თუ როგორ იმსხვრეოდა მათი ოცნება...