მოახლოებული გულის შეტევის 7 უტყუარი სიმპტომი

მოახლოებული გულის შეტევის 7 უტყუარი სიმპტომი
ინფაქტი ამარცხებს თავის ახალ მსხვერპლს ყოველ 34 წამში, ამბობენ ამერიკის გულის ასოციაციაში.

როგორც წესი, ჩვენ ინფაქტებს მამაკაცებთან ვაკავშირებთ, მაგრამ ის №1 მკვლელია ორივე სქესის წამომადგენლებისთვის მსოფლიოში.

პრობლემა იმაშია, რომ ადამიანები როგორც წესი იგნორირებას უკეთებენ მოახლოებული ინფაქტის სიმპტომებს, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმი ყველა საჭირო სიგნალს გვიგზავნის. ძირითადად კი ეს შიშის და საკუთარი ოჯახისადმი პასუხისმგებლობის გამო ხდება, აცხადებს ნიკა გოლდბერგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან და მოხალისე ამერიკის გულის ასოციაციიდან.

fpaparazzi-რედაქციამ შეაგროვა თქვენთვის ყველაზე საჭირო გამაფრთხილებელი ნიშნები, იმის შესახებ რომ თქვენ შესაძლოა გულის სერიოზულ პრობლემებს შეეყაროთ. ზოგიერთმა შესაძლოა თქვენი გაკვირვება გამოიწვიოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი იგნორირება შეიძლება.
მაშ ასე წამოგიდგენთ მათ.


ტკივილი გულმკერდის ცენტრალურ არეში.
ამ სიმპტომს ადამიანები როგორც წესი სხვადასხვანაერად აღწერენ. ზოგიერთს ეჩვენება, რომ მისი მკერდი "იხლიჩბა", ზოგიერთს კი ეჩვენება რომ "იკუმშება". ეს შეტევები ხან მოდიან ხან მიდიან, ისინი შესაძლოა მძიმე იყოს ან იყოს შედარებით "შეუმჩნეველი"

უფრო ხშირად მათ ამჩნევენ მამაკაცები, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქალბატონები ამას ყურადღებას არ აქცევენ, ამბობს პროფესორი რობერტ ბრიგი.


უჩვეულო დაღლილობა
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ გულის შეტევებს თან ერთვის ტკივილი გულმკერდის არეში, ქალბატონებში ის შეიძლება მის გარეშეც მოხდეს" - ამბობს ნიკა გოლდბერგი.



ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომი - უჩვეული ქრონიკული დაღლილობაა. თქვენ მოგსვლიათ ისეთი რამე, ორმ სკამიდან ადგომაც კი გიჭირთ? ან ვერ წევთ პროდუქტებიან პარკს და ვერ ხვდებით რაშია საქმე? თუკი პასუხი დადებითა, მაშინ დადგა დრო რაიმე შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში.


დისკომფორტი "გულთან კავშირში არ მყოფ" არეებში.
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ტკივილი კისრის, ხელების, ყბის, მუცლის არეშეი შეიძლება იმის ძლიერი ინდიკატორი იყოს, თქვენს გულს რაღაც წესრიგში ვერ აქვს, ამბობენ ამერიკის გულის ასოციაციაში. ამასთანავე ეს სიმპტომები უფრო ხშირად ქალებში იჩენს თავს.


თაბრუსხვევა ან ცივი ოფლი
თაბრუსხვევა, ოფლიანობა, გართულებული სუნთქვა, შეგრძნება, თითქოს თქვენ ეს წუთია მარათონი გაირბინეთ, მიუხედავად იმისა, რომ სავარძელში ზიხართ... ყოველივე ეს საკმაოდ საყურადღბო სიმპტომებია. თუკი თქვენ ამას განიცდით თქვენ რაც შეიძლება მალე უნდა მიაკითხოთ ექიმს.


გულისრევა
გულისრევა და ღებინება, სუნთქვის გაძნელება და ტკივილი ყბისა და წელის არეში - ესეც გულის შეტევის გავრცელებული სიმპტომებია. ქალბატონებში ეს სიმპტომები უფრო ხშირია. თუკი თქვენ ყველა ამ სირთულეს ყოველდღე განიცდით, და მას ვერაფერს უხერხებთ, შეგიძლიათ ჩათალოთ, რომ ინფაქტი გარდაუვალია, გაფრთხილებას ამერიკის გულის ასოციაციიდან იძლევიან.

კუჭის გაღიზიანება
ადამიანები ფიქრობენ, ორმ მუცელი არანერად არ არის დაკავშირებული გულთან. და ცდებიან. დისკომფორტი მუცლის არეში,მჟავის რეფლუქსი და გრიპიც კი "სეზონსგარე"- ყველა ეს გულის პრობლემების სიმპტომებია ამბობს გოლდბერგი.


მტვრევა კისერში,მხრებში, წლში და მკერდის ზედა ნაწილში.
მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ამას ხშირად უწოდებს "ტკივილს", საქმე ეხება სავარაუდოდ დისკომფორტს. თუკი თქვენ არ მოგწონთ ის რაც ემართება თქვენს კისერს და მხრებს ასევე წელს და მკერდს, თუკი თქვენ ამ არეებში ზეწოლას განიცდით, ესეც ნიშანია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე ქალბატონებს ეხება.